თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსების დღესთან (8 თებერვალი) დაკავშირებით თსუ მუზეუმში მოეწყო გამოფენა, რომელიც უნივერსიტეტის პირველი თაობის პროფესორ-მასწავლებლებს და სტუდენტებს მიეძღვნა. გამოფენაზე მოსულ დამთვალიერებელს საშუალება ჰქონდა ეხილა მათი: ფოტოები, დოკუმენტები, ხელნაწერები, დიპლომები, ჩათვლის წიგნაკები, მემორიალური ნივთები.
თარიღი:
                                        
                                            08/02/2010
                                        
                                    
                                                                                                    