დადგენილება №6/2020 - სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2019 წლის 5 ივლისის №167/01-01 ბრძანების მიზნებიდან გამომდინარე „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორის, ასოცირებული პროფესორებისა და ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო და საკონკურსო-სააპელაციო კომისიების შემადგენლობების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2019 წლის 6 სექტემბრის №104/2019 დადგენილების მე-2 პუნქტით დამტკიცებული საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილების დამტკიცების შესახებ
 

დადგენილება №30/2020 - სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის - ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის გეომორფოლოგია-გეოეკოლოგიის განყოფილების უფროსი მეცნიერი თანამშრომლის ლევან ტიელიძის მიერ აკადემიური ეთიკის დარღვევის შესახებ შემოსულ განცხადებასთან დაკავშირებით ჩატარებული წარმოების შედეგების განსაზღვრის თაობაზე

დადგენილება №30/2020
30 მარტი, 2020

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის - ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის გეომორფოლოგია-გეოეკოლოგიის განყოფილების უფროსი მეცნიერი თანამშრომლის ლევან ტიელიძის მიერ აკადემიური ეთიკის დარღვევის შესახებ შემოსულ განცხადებასთან დაკავშირებით ჩატარებული წარმოების შედეგების განსაზღვრის თაობაზე

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-5 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-7 მუხლის პირველი პუნქტის, ,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური ეთიკისა და სამსახურებრივი საქმიანობის ფარგლებში სამეცნიერო-საგანმანათლებლო ფუნქციის განმახორციელებელი პერსონალის სამსახურებრივი პასუხისმგებლობის შესახებ დებულების მიღების თაობაზე“ სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 19 მაისის №46/2014 დადგენილებით მიღებული და უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს 2014 წლის 26 ივნისის №3 სხდომის ოქმით დამტკიცებული ,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური ეთიკისა და სამსახურებრივი საქმიანობის ფარგლებში სამეცნიერო-საგანმანათლებლო ფუნქციის განმახორციელებელი პერსონალის სამსახურებრივი პასუხისმგებლობის შესახებ“ დებულების პირველი მუხლის მე-3 პუნქტის, მე-2 მუხლის პირველი  და მე-2 პუნქტების, მე-5 მუხლის პირველი პუნქტის, მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტის, მე-3 პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტის, ლევან ტიელიძის მიერ აკადემიური ეთიკის დარღვევის შესახებ შემოსულ 2018 წლის 27 ნოემბრის №24549/10 განცხადებასთან (განცხადების წარმომდგენი - ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტი) დაკავშირებით უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2018 წლის 14 დეკემბრის №309/01-01 ბრძანებით შექმნილი აკადემიური ეთიკის დარღვევის დამდგენი კომისიის მიერ ჩატარებული წარმოების შედეგების - დარღვევის არსებობის შესახებ კომისიის დასკვნის (წერილი: 28.10.2019, №23389/10-02), თსუ-ს იურიდიული დეპარტამენტის 2020 წლის 18 თებერვლის N2930/10 წერილისა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2019 წლის 18 ნოემბრის №17 და 2020 წლის 30 მარტის N5 სხდომის ოქმების საფუძველზე,

აკადემიური საბჭო ადგენს:

1. უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2018 წლის 14 დეკემბრის №309/01-01 ბრძანებით შექმნილი აკადემიური ეთიკის დარღვევის დამდგენი კომისიის დასკვნის საფუძველზე, დასტურდება სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის - ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის გეომორფოლოგია-გეოეკოლოგიის განყოფილების უფროსი მეცნიერი თანამშრომლის ლევან ტიელიძის მიერ ,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური ეთიკისა და სამსახურებრივი საქმიანობის ფარგლებში სამეცნიერო-საგანმანათლებლო ფუნქციის განმახორციელებელი პერსონალის სამსახურებრივი პასუხისმგებლობის შესახებ დებულების მიღების თაობაზე“ სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 19 მაისის №46/2014 დადგენილებით მიღებული და უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს 2014 წლის 26 ივნისის №3 სხდომის ოქმით დამტკიცებული ,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური ეთიკისა და სამსახურებრივი საქმიანობის ფარგლებში სამეცნიერო-საგანმანათლებლო ფუნქციის განმახორციელებელი პერსონალის სამსახურებრივი პასუხისმგებლობის შესახებ“ დებულების მე-2 მუხლის პირველი  და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული აკადემიური ეთიკის დარღვევა.

2. დაევალოს პერსონალის მართვის დეპარტამენტს შემდგომში სამსახურებრივი ურთიერთობის (დასაქმების) შესაძლო დამყარების შემთხვევაში, გაითვალისწინოს ლევან ტიელიძის მიერ აკადემიური ეთიკის დარღვევა.

3. უნივერსიტეტის  პერსონალის მართვის დეპარტამენტს დაევალოს ლევან ტიელიძის სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის - ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის გეომორფოლოგია-გეოეკოლოგიის განყოფილების უფროსი მეცნიერი თანამშრომლის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ უნივერსიტეტის რექტორის ბრძანების პროექტის მომზადება. 

4. ლევან ტიელიძის მიერ ,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური ეთიკისა და სამსახურებრივი საქმიანობის ფარგლებში სამეცნიერო-საგანმანათლებლო ფუნქციის განმახორციელებელი პერსონალის სამსახურებრივი პასუხისმგებლობის შესახებ დებულების მიღების თაობაზე“ სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 19 მაისის №46/2014 დადგენილებით მიღებული და უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს 2014 წლის 26 ივნისის №3 სხდომის ოქმით დამტკიცებული ,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური ეთიკისა და სამსახურებრივი საქმიანობის ფარგლებში სამეცნიერო-საგანმანათლებლო ფუნქციის განმახორციელებელი პერსონალის სამსახურებრივი პასუხისმგებლობის შესახებ“ დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის დარღვევის გამო ამავე დებულებით გათვალისწინებული რეაგირება არ განხორციელდეს, იმ მიზეზით, რომ მიიღება ხსენებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება.

5. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ს კანცელარიას.
6. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).
7. დადგენილება ძალაში შედის გამოცემისთანავე.


გიორგი შარვაშიძე 
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე