დადგენილება №6/2020 - სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2019 წლის 5 ივლისის №167/01-01 ბრძანების მიზნებიდან გამომდინარე „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორის, ასოცირებული პროფესორებისა და ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო და საკონკურსო-სააპელაციო კომისიების შემადგენლობების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2019 წლის 6 სექტემბრის №104/2019 დადგენილების მე-2 პუნქტით დამტკიცებული საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილების დამტკიცების შესახებ
 

დადგენილება №21/2020 - სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე ასისტენტ-პროფესორებისა და ასისტენტების აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ

დადგენილება №21/2020
2 მარტი, 2020


სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ  ფაკულტეტზე ასისტენტ-პროფესორებისა და ასისტენტების აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ს“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ც“ ქვეპუნქტის, „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის №118/2014 დადგენილების, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს  2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ1“ ქვეპუნქტის, თსუ-ს რექტორის 2020  წლის 10 იანვრის №3/01-01 ბრძანების, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე ასისტენტ-პროფესორებისა და ასისტენტების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შექმნილი შესარჩევი საკონკურსო კომისიის (აკადემიური საბჭოს 2020 წლის 3 თებერვლის №4/2020 დადგენილება) გადაწყვეტილებისა (წერილი: 25.02.2020,  №3496/31-05)  და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2020 წლის 2 მარტის №3 სხდომის ოქმის საფუძველზე,

აკადემიური საბჭო ადგენს:

1. საკონკურსო კომისიის მიერ წარმოდგენილი გადაწყვეტილების საფუძველზე, სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორებისა და ასისტენტების აკადემიურ თანამდებობებზე არჩეულ იქნენ: 

1.1. კერძო სამართლის მიმართულება:

ა) სერგი ჯორბენაძე - ასისტენტ-პროფესორი;
ბ) ანა თოხაძე - ასისტენტი; 
გ) აკაკი გაწერელია  - ასისტენტი;
დ) დიანა ბერეკაშვილი - ასისტენტი;
ე) დიმიტრი საძაგლიშვილი  - ასისტენტი;
ვ) დემეტრე ეგნატაშვილი - ასისტენტი.

1.2. სისხლის სამართლის მიმართულება:

ა) ლევან ხარანაული - ასისტენტ-პროფესორი;
ბ) ბესიკ მეურმიშვილი - ასისტენტ-პროფესორი;
გ) თემურ ცქიტიშვილი - ასისტენტ-პროფესორი;
დ) ნინო გოგნიაშვილი - ასისტენტ-პროფესორი;
ე)  გიორგი დგებუაძე - ასისტენტ-პროფესორი;
ვ) თამარ ბერიშვილი  - ასისტენტი;
ზ) გიორგი ჩაკვეტაძე - ასისტენტი;
თ) ანრი ოხანაშვილი - ასისტენტი;
ი) მაგდა ტატიშვილი - ასისტენტი.

1.3. ადმინისტრაციული სამართლის მიმართულება:

თამარ ღვამიჩავა - ასისტენტ-პროფესორი. 

1.4. კონსტიტუციური სამართლის მიმართულება

პაატა ჯავახიშვილი - ასისტენტი.

1.5. სამართლის ისტორიის მიმართულება

ა) მარიამ ხოფერია - ასისტენტ-პროფესორი;
ბ) ელზა ჩაჩანიძე - ასისტენტ-პროფესორი;
გ) სულხან ონიანი - ასისტენტ-პროფესორი;
დ) ანა წიგნაძე - ასისტენტი.

1.6. საერთაშორისო სამართლის მიმართულება:

ა) მარიამ კევლიშვილი - ასისტენტ-პროფესორი;
ბ) ნინო რუხაძე - ასისტენტ-პროფესორი;
გ) თამარ ალექსიძე - ასისტენტი;
დ) ნანა მჭედლიძე - ასისტენტი.

1.7. სამართლის მეთოდების მიმართულება:

მაკა ნუცუბიძე - ასისტენტ-პროფესორი.

2. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თსუ-ს პერსონალის მართვის დეპარტამენტს და უზრუნველყოს შესაბამისი შრომითი ხელშეკრულებების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაფორმება.
3. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ს კანცელარიას.
4. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).
5.   წინამდებარე დადგენილება ძალაში შევიდეს 2020 წლის 1 მარტიდან.


გიორგი შარვაშიძე 
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე