დადგენილება №6/2020 - სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2019 წლის 5 ივლისის №167/01-01 ბრძანების მიზნებიდან გამომდინარე „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორის, ასოცირებული პროფესორებისა და ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო და საკონკურსო-სააპელაციო კომისიების შემადგენლობების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2019 წლის 6 სექტემბრის №104/2019 დადგენილების მე-2 პუნქტით დამტკიცებული საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილების დამტკიცების შესახებ
 

დადგენილება №19/2020 - სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს ბლანკების ფორმის დამტკიცების შესახებ

დადგენილება №19/2020
 24 თებერვალი, 2020

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს ბლანკების ფორმის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52–ე მუხლის პირველი და მე–2 ნაწილების, 53–ე მუხლის პირველი და მე–3 ნაწილების, 54–ე მუხლის პირველი ნაწილის,  55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლისა და 61-ე მუხლის მე-3, მე-6, მე-7 ნაწილების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის  №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“  მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „წ“ ქვეპუნქტისა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2020 წლის 24 თებერვლის №2 სხდომის ოქმის საფუძველზე,

აკადემიური საბჭო ადგენს:

1.  დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს დადგენილების ბლანკის ფორმა (დანართი №1).
2.  დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს საქმისწარმოების ბლანკის ფორმა (დანართი №2).

3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს ბლანკების ფორმის დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2015 წლის 6 აპრილის №47/2015 დადგენილება.
4.  წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6).
5.    დადგენილება ძალაში შედის გამოცემისთანავე.

გიორგი შარვაშიძე 
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე