დადგენილება №6/2020 - სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2019 წლის 5 ივლისის №167/01-01 ბრძანების მიზნებიდან გამომდინარე „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორის, ასოცირებული პროფესორებისა და ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო და საკონკურსო-სააპელაციო კომისიების შემადგენლობების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2019 წლის 6 სექტემბრის №104/2019 დადგენილების მე-2 პუნქტით დამტკიცებული საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილების დამტკიცების შესახებ
 

დადგენილება №17/2020 - „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა კონტინგენტის დაგეგმვის წესის დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2018 წლის 19 თებერვლის №72/2018 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დადგენილება №17/2020
24 თებერვალი, 2020


„სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა კონტინგენტის დაგეგმვის წესის დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2018 წლის 19 თებერვლის №72/2018 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ს“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „წ“ ქვეპუნქტის, თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის 2020 წლის 24 თებერვლის №3318/10 წერილისა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2020 წლის 24 თებერვლის №2 სხდომის ოქმის  საფუძველზე, 

აკადემიური საბჭო ადგენს:

1. შევიდეს ცვლილება „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა კონტინგენტის დაგეგმვის წესის დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2018 წლის 19 თებერვლის №72/2018 დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებულ №1 დანართში და მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 3. სტუდენტთა კონტინგენტის დაგეგმვის მეთოდოლოგია

1. სტუდენტთა კონტინგენტის დაგეგმვა ერთი მხრივ, მოიცავს შესაბამისი სამიზნე ჯგუფების რაოდენობებისა და პროგნოზირებისთვის საჭირო მონაცემების  გათვალისწინებას, ხოლო მეორე მხრივ, უნივერსიტეტის რესურსული პოტენციალისა და შეთავაზებული სერვისების ანალიზს, რაც გულისხმობს  კონტინგენტის დაგეგმვის პროცესში რაოდენობრივი და თვისებრივი მეთოდების გამოყენებას. რაოდენობრივი მეთოდი გულისხმობს დროითი მწკრივის რეგრესიის გამოყენებას, რომელშიც დამოუკიდებელი ცვლადია დრო. საპროგნოზო ცვლადების შესახებ ინფორმაცია მოიცავს ბოლო სამი წლის მონაცემებს. პროგნოზირებისათვის გამოიყენება შემდეგი ფორმულა:

 2. შესაბამისი სამიზნე ჯგუფების, მათი რაოდენობების და პროგნოზირებისთვის საჭირო მონაცემების  ანალიზის კუთხით სტუდენტთა კონტინგენტის დაგეგმვისას მხედველობაში მიიღება წინა არანაკლებ სამი სასწავლო წლის სტატისტიკური მონაცემები სწავლების საფეხურების, ფაკულტეტების და/ან საგანმანათლებლო პროგრამების შესაბამისად, კერძოდ:

ა) ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე  ჩარიცხული სტუდენტები (მათ შორის უმაღლესი განათლების კანონით განსაზღვრული კვოტის ფარგლებში ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულები - აზერბაიჯანულენოვანი, სომხურენოვანი,  აფხაზურენოვანი  და  ოსურენოვანი სტუდენტები);
ბ) საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგად ჩარიცხული სტუდენტები;
გ) დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხული სტუდენტები;
დ) ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე ჩარიცხული სტუდენტები; 
ე) საერთო სამაგისტრო გამოცდების გარეშე ჩარიცხული სტუდენტები;
ვ) მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირები; 
ზ) მობილობით გადმოსული სტუდენტები და სხვ.;
თ)  გამოცხადებული საკონკურსო ადგილების რაოდენობა და რექტორის ბრძანებით ჩარიცხულთა რაოდენობა;
ი)  დარჩენილი ვაკანსიების რაოდენობა;
კ) სემესტრების (შემოდგომა/გაზაფხული) მიხედვით სტატუსშეჩერებულ სტუდენტთა რაოდენობა;
ლ) სემესტრების  (შემოდგომა/გაზაფხული) მიხედვით სტატუსშეწყვეტილ სტუდენტთა რაოდენობა;
მ)  სემესტრების (შემოდგომა/გაზაფხული) მიხედვით სტატუსაღდგენილ სტუდენტთა რაოდენობა;
ნ) მობილობით გადასულების რაოდენობა; 
ო) მობილობით ჩარიცხულების რაოდენობა;
პ) შრომისა და განათლების ბაზრის მოთხოვნების ანალიზი; 
ჟ) კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებელი;
რ) მიმდინარე სასწავლო წლისთვის დამამთავრებელ სტუდენტთა რაოდენობა.
3. რესურსული უზრუნველყოფისა და  შეთავაზებული სერვისების ანალიზის კუთხით სტუდენტთა კონტინგენტის დაგეგმვისას მხედველობაში მიიღება:
ა) ფაკულტეტის მატერიალური და საინფორმაციო რესურსი და მისი თანაფარდობა სტუდენტების არსებულ/დაგეგმილ რაოდენობასთან. კერძოდ: საერთო, სასწავლო და დამხმარე ფართის მოცულობა, სასწავლო აუდიტორიების რაოდენობა და მოცულობა, კომპიუტერული  და  სხვა სახის ლაბორატორიების მოცულობა და რაოდენობა, ბიბლიოთეკების ხელმისაწვდომობა, სივრცე სტუდენტთა დამოუკიდებელი მუშაობისთვის, კომპიუტერების და სხვა სახის ტექნიკური საშუალებების არსებობა და მათი რაოდენობა და სხვ.;
ბ) ფაკულტეტის  ადამიანური  რესურსი და მისი თანაფარდობა სტუდენტების არსებულ/დაგეგმილ რაოდენობასთან. კერძოდ: საგანმანათლებლო პროგრამის/პროგრამების განმახორციელებელი პერსონალის თანაფარდობა სტუდენტების   არსებულ/დაგეგმილ რაოდენობასთან; საგანმანათლებლო პროგრამის/პროგრამების განმახორციელებელი აკადემიური და სამეცნიერო პერსონალის, მასწავლებლების და მოწვეული პერსონალის თანაფარდობა; ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალის თანაფარდობა სტუდენტების არსებულ/დაგეგმილ რაოდენობასთან;
გ) ფაკულტეტის ფინანსური შესაძლებლობები (მაგალითად, ფაკულტეტის ბიუჯეტის ხარჯვითი სტრუქტურა პერსონალის ხელფასზე, სამეცნიერო კვლევებზე, სტუდენტურ სერვისებზე, პრაქტიკებზე, მივლინებებზე და სხვ.);
დ) უნივერსიტეტის და/ან ფაკულტეტის სტრატეგიული მიზნები და პრიორიტეტები;
ე) სტუდენტთა კონტინგენტის დაგეგმვისას მხედველობაში მიიღება უნივერსიტეტის მიერ  შეთავაზებული შემდეგი სერვისების ანალიზის შედეგები: ეროვნული და საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე საგანმანათლებლო პროგრამების მრავალფეროვანი არჩევანი; მონაწილეობის შესაძლებლობა უნივერსიტეტში მიმდინარე კვლევებში; სოციალური მხარდაჭერა; კარიერული განვითარების სერვისები, სტაჟირებისა და პრაქტიკის შესაძლებლობები; აქტიური სტუდენტური ცხოვრების შესაძლებლობები, კულტურული და სპორტული ღონისძიებები;  საერთაშორისო გაცვლითი პროგრამები;  საინფორმაციო-ტექნოლოგიური მხარდაჭერა;  საგამოცდო ცენტრის მიერ  ობიექტურად ორგანიზებული გამოცდების გამჭვირვალე სისტემა; სტუდენტური პროექტების შემუშავებისა და განხორციელების შესაძლებლობები; სტუდენტური საცხოვრებელი და სხვ.“.

2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ს კანცელარიას.
3. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6).
4. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.


გიორგი შარვაშიძე
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე