დადგენილება №6/2020 - სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2019 წლის 5 ივლისის №167/01-01 ბრძანების მიზნებიდან გამომდინარე „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორის, ასოცირებული პროფესორებისა და ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო და საკონკურსო-სააპელაციო კომისიების შემადგენლობების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2019 წლის 6 სექტემბრის №104/2019 დადგენილების მე-2 პუნქტით დამტკიცებული საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილების დამტკიცების შესახებ
 

დადგენილება №10/2020 - „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე საგანმანათლებლო ერთეულის - პროფესიული განათლების ცენტრის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2019 წლის 7 ივნისის №64/2019 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

დადგენილება №10/2020
24 თებერვალი, 2020

„სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე საგანმანათლებლო ერთეულის  -  პროფესიული განათლების ცენტრის  შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2019 წლის 7 ივნისის №64/2019 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლისა და 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“  მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ღ“ ქვეპუნქტის, მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „წ“ ქვეპუნქტის, თსუ-ს პროფესიული განათლების ცენტრის 2020 წლის 19 თებერვლის №3078/10 წერილისა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2020 წლის 24 თებერვლის №2 სხდომის ოქმის საფუძველზე,

აკადემიური საბჭო ადგენს:

1. შევიდეს შემდეგი ცვლილებები „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე საგანმანათლებლო ერთეულის  -  პროფესიული განათლების ცენტრის  შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2019 წლის 7 ივნისის №64/2019 დადგენილების მე-2 პუნქტით დამტკიცებულ №1 დანართში:

ა) მე-3 მუხლის მე-6 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,6. ცენტრისათვის უნივერსიტეტის საშტატო განრიგით გათვალისწინებული თანამდებობების დასახელებებია: ცენტრის ხელმძღვანელი, ცენტრის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე, ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, მენეჯერი, სპეციალისტი, ასისტენტი.“;

ბ) მე-4 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს ,,ბ1“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ბ1) უზრუნველყოფს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებულების პროფესიული კვალიფიკაციის მინიჭებასა და შესაბამისი პროცედურების განხორციელებას კანონმდებლობისა და უნივერსიტეტის სამართლებრივი აქტების საფუძველზე;“;

გ)   მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის ,,მ“ ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მ) ცენტრის ხელმძღვანელთან შეთანხმებით უზრუნველყოფს პროფესიული სტუდენტის სტატუსის მოპოვების, შეჩერების, შეწყვეტის, აღდგენისა და მობილობის პროცედურების განხორციელებას კანონმდებლობისა და უნივერსიტეტის სამართლებრივი აქტების საფუძველზე.“.

2. აღნიშნული გადაწყვეტილება დასამტკიცებლად წარედგინოს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობით საბჭოს.
3. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ს კანცელარიას.
4. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6).
5. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.


გიორგი შარვაშიძე 
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე