2019-07-26

მობილობა

სტუდენტები, რომლებმაც სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ელექტრონული პორტალის საშუალებით (https://emis.ge/mobiloba/) მოიპოვეს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გადმოსვლის უფლება, მომართავენ უნივერსიტეტს რექტორის ბრძანებით დადგენილ ვადებში (ბრძ: №188/01-01, 24.06.2019)

                                                    მობილობის ვადები:

პროცედურული ვადები: 

• დოკუმენტაციის მიღება – 26 აგვისტო – 2 სექტემბერი;
• უნივერსიტეტში გადმოსვლის მსურველ სტუდენტთა კრედიტების  აღიარება –    3 - 6 სექტემბერი;
• სტუდენტთათვის აღიარებული კრედიტების გაცნობა და წერილობითი განცხადებით დადასტურება (თანხმობა/უარი)– 9-11 სექტემბერი; 
• საგანმანათლებლო ერთეულების მიერ სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტისათვის ჩასარიცხ პირთა სიის წარდგენა – 12 სექტემბერი;
• მობილობით ჩასარიცხ პირთა შესახებ ბრძანების პროექტის მომზადება და საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში ელეტქრონულად ასახვა - 16 სექტემბერი. 


ვაკანტური ადგილები:

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2019-2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში მობილობისათვის ვაკანტური ადგილების განსაზღვრის შესახებ თსუ-ს რექტორის ბრძანება  №186/01-01, 22.07.2019

მობილობაში მონაწილეობის მსურველი პირის მიერ წარმოსადგენი საბუთების ნუსხა:
მობილობის პროცესში მონაწილე სტუდენტი ვალდებულია დადგენილ ვადებში შესაბამის ფაკულტეტზე წარადგინოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ სათანადო წესით დამოწმებული შემდეგი დოკუმენტები: 

• სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის/ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის ასლი;
• პირადობის მოწმობის ასლი; 
• წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
• სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტის ასლი;
• სტუდენტის სასწავლო ბარათი;
• უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი  დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).


საკონტაქტო ინფორმაცია:

ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი - მის.: თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. №3, თსუ II კორპუსი, ოთახი №166, ტელ.: (+995 32) 2 25 04 84 (შიდა - 2331).

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი - მის.: თბილისი, ი.ჭავჭავაძის გამზ. №1, თსუ I კორპუსი, ოთახი №208; ტელ.: (+995 32) 2 25 04 84 (შიდა - 1723; 1725; 1727; 1730; 1732)

სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი 
მის.: ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. №8, თსუ VI კორპუსი, I სართული, ოთახი №207;  ტელ.: (+995 32) 2 25 04 84 (შიდა - 6220; 6221; 6224; 6235).

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი 
მის.: ქ. თბილისი, უნივერსიტეტის ქ. №2, თსუ, მაღლივი კორპუსი, III სართული, ოთახი №301; ტელ.: (+995 32) 2 25 04 84 (შიდა - 9740; 9733; 9741; 9739).

საბაკალავრო პროგრამა „ტურიზმი“- ტურიზმის სკოლა
მის.: ქ. თბილისი, ვ. ფშაველას გამზ. №44; II სართული, ოთახი №201; ტელ.: (+995 32) 2 25 04 84 (შიდა - 8521; 8524; 8525; 8530). 

იურიდიული ფაკულტეტი - მის.: თბილისი, ი.ჭავჭავაძის გამზ. № 3, თსუ, II კორპუსი, ოთახი N135 ტელ.: (+995 32) 2 25 04 84 შიდა - 2223.

მედიცინის ფაკულტეტი - მის.: ქ. თბილისი, ბელიაშვილის №78, ა. ნათიშვილის სახელობის მორფოლოგიის ინსტიტუტი, მე- 3 სართული, ოთახი N330 (კანცელარია). ტელ.: (+995 32) 2 25 04 84  შიდა 1921;

ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი - მის.: ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. №11, თსუ III კორპუსი, ოთახი N107, ტელ.: (+995 32) 2 25 04 84 (შიდა - 3220; 3223).

Print

« იხ. ყველა სიახლე