ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის მოსამზადებელი კურსები აბიურიენტებისათვის


თსუ უწყვეტი გნათლების ცენტრის აბიტურიენტთა მოსამზადებელი განყოფილება აცხადებს მიღებას 2021 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის მოსამზადებელ კურსებზე:

  • ქართული ენა და ლიტერატურა
  • უცხო ენა (ინგლისური, გერმანული, ფრანგული, რუსული)
  • ისტორია
  • მათემატიკა
  • ზოგადი უნარები
  • გეოგრაფია
  • ბიოლოგია
  • ქიმია
  • ფიზიკა

მეცადინეობა ყოველ საგანში ჩატარდება კვირაში ორჯერ. მოსამზადებელ კურსებს უძღვებიან გამოცდილი პედაგოგები და უნივერსიტეტის პროფესორები.

ხანგრძლივობა: 2020 წლის 1 ოქტომბრიდან 2021 წლის 1 ივლისამდე.

ღირებულება: თითოეული კურსის ღირებულებაა 850 ლარი (1 ან 2 საგნის არჩევის შემთხვევაში) ან 700 ლარი (3 ან 4 საგნის არჩევის შემთხვევაში).

კურსის საფასურის გადახდის წესები:

  • ერთი საგნის არჩევის შემთხვევაში შესაძლებელია კურსის საფასურის გადახდა ორ ეტაპად.
  • 2 ან მეტი საგნის არჩევის შემთხვევაში შესაძლებელია კურსის საფასურის გადახდა სამ ეტაპად. 
  • სოციალურად დაუცველი და ოკუპირებული ტერიტორიებიდან აბიტურიენტის მიერ 3 ან/და 4 საგნის არჩევის შემთხვევაში, აბიტურიენტის მომზადების წლიური საფასური განისაზღვრება საერთო ღირებულების 80%-ის ოდენობით.
  • ოჯახიდან კურსზე ორი ან/და მეტი აბიტურიენტის დარეგისტრირებისას, აბიტურიენტის მიერ 3 ან 4 საგნის არჩევის შემთხვევაში, აბიტურიენტის მომზადების წლიური საფასური განისაზღვრება საერთო ღირებულების 80%-ის ოდენობით.
  • თსუ-ის თანამშრომლების და მათი შვილებისათვის აბიტურიენტის მომზადების წლიური საფასური განისაზრვება საერთო ღირებულების 50%-ის ოდენობით.
  • ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მოსამზადებელ კურსზე შესაძლებელია აბიტურიენტის ინდივიდუალურად მომზადება. აბიტურიენტის ინდივიდუალურად მომზადებისათვის ცალკეულ საგანში სწავლის საფასური განისაზღვრება აბიტურიენტისკ ანონიერ წარმომადგენელსა და სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის გაფორმებული  ხელშეკრულების საფუძველზე.

 

რეგისტრაციის ვადები: 1-30 სექტემბერი. 

დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ თსუ უყვეტი განათლების ცენტრში მისამართზე: ილია ჭავჭავაძის გამზ. #1. თსუ პირველი კორპუსი, უწყვეტი განათლების ცენტრი. (უნივერსიტეტის ბაღი, ორსართულიანი შენობა თსუ პირველი კორპუსის გვერდით, მეორე სართული).

ელფოსტა: asmat.goderdzishvili@tsu.ge ან  tsulll@tsu.ge

ტელ.: 555603080

კურსზე დარეგისტრირება ხდება ელექტრონულად.

გთხოვთ, რეგისტრაცია გაიაროთ წინასწარ

სასერთიფიკატო პროგრამის / ტრენინგის დასახელება: ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის მოსამზადებელი კურსები აბიურიენტებისათვის
იმ შემთხვევაში თუ კურსი შემოთავაზებულია თბილისსა და ქუთაისში მონიშნეთ თქვენთვის სასურველი ქალაქი
  • თბილისი
  • ქუთაისი
სახელი *
გვარი *
პირადი ნომერი *
დაბადების თარიღი (რიცხვი/თვე/წელი) *
განათლება
სამუშაო ადგილი / სასწავლებელი (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
საკონტაქტო ინფორმაცია

ტელეფონი (მობილური) *
ელფოსტა *
საიდან მიიღეთ ინფორმაცია ჩვენი კურსების შესახებ?