2020-04-30

საბაკალავრო/სამაგისტრო ნაშრომების ატვირთვის ინსტრუქცია და პლაგიატის განმარტება

პლაგიატი არის აკადემიური არაკეთილსინდისიერების ერთ-ერთი ფორმა, როდესაც ავტორი იყენებს სხვა ავტორ(ებ)ის ტექსტს აკადემიური წერის სტანდარტების დარღვევით. პლაგიატის ერთ-ერთი ფორმაა თვითპლაგიატი, როდესაც ავტორი ციტირების გარეშე თავის მიერ ადრე შექმნილ/გამოქვეყნებულ ტექსტს იყენებს.

მეორეული დოკუმენტებისა და აკადემიური ლიტერატურის გამოყენებისას, ავტორები უნდა შეეცადონ ციტირების წესების დაცვით მათ პერეფრაზირებას და
არა სიტყვა-სიტყვით გადმოტანას, რადგან დიდი მოცულობის სხვისი ტექსტის ნაშრომში ასახვა, აკადემიური არაკეთილსინდისიერებაა.

წარმოდგენილი ნაშრომის სხვა ტექსტებთან დამთხვევის მაჩვენებელს (Similarity) ამოწმებს Turnitin-ის პროგრამა. გაითვალისწინეთ, რომ დამთხვევის პროცენტული მაჩვენებელი თავისთავად არ ნიშნავს პლაგიატს.

ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახური გამოავლენს პლაგიატს და შეატყობინებს საბაკალავრო/სამაგისტრო ნაშრომების დაცვის
კომისიებს.
იმ ნაშრომის შესახებ, რომელშიც აღმოჩენილია პლაგიატი, დაცვის კომისიამ შეიძლება მიიღოს შემდეგი გადაწყვეტილება:
ა) დამატებით სემესტრში დაცვის უფლება;
ბ) საკითხის თსუ-ს ეთიკის საბჭოსთვის განსახილველად გადაცემას.

საბაკალავრო ნაშრომის ატვირთვის ინსტრუქცია 
სამაგისტრო ნაშრომების ატვირთვის ინსტრუქცია 
Print

« იხ. ყველა სიახლე