მიზნობრივი სამეცნიერო-კვლევითი გრანტები 2015





 

მიზნობრივი სამეცნიერო–კვლევითი პროგრამა 2015

 

 

თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი

 

 

პროექტის

სახელწოდება

ხელმძღვანელი

დეპარტამენტი

 

 

ბიუჯეტი

(ლარი )

 

ვადები

სტატუსი

1

ემიგრაცია და დაბრუნება სამშობლოში: მიგრანტების რეინტეგრაცია, იდენტობა და ოჯახთან ადაპტაციის პრობლემები

მაია მესტვირიშვილი, ასოც. პროფესორი

ფსიქოლოგია

19 721

01.04.2015 – 30.12.2015

დასრულებული

2

პოსტტრავმული ზრდა ბავშვებსა და მოზარდებში: პიროვნული ფაქტორების, ადაპტაციისა და სოციალური მხარდაჭერის როლი

მარინე ჩიტაშვილი, პროფესორი

ფსიქოლოგია

19 305

01.05.2015 – 30.12.2015

დასრულებული

3

თვითსტიგმატიზაციის ფენომენი ეპილეფსიის მქონე მოზარდებთან  

ლალი სურმანიძე, პროფესორი

ფსიქოლოგია

16 500

01.04.2015 – 30.12.2015

დასრულებული

4

მასწავლებელთა საუნივერსიტეტო მომზადების ინტეგრირებული   300- კრედიტიანი პროგრამის პედაგოგიური   მოდულების ( პედ . დისციპლინები , პედ . პრაქტიკა , კვლევითი ნაწილი ) შემუშავება / VII – XII კლასების მასწავლებელი /

ქეთევან ჭკუასელი, პროფესორი

განათლების მეცნიერებათა

14 922.5

20.03.2015 – 20.09.2015

დასრულებული



თსუ ფსიქოლოგიისა და განალთების მეცნიერებათა ფაკულტეტზე 2015 წლის მიზნობრივი სამეცნიერო–კვლევითი პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა ოთხი სამეცნიერო–კვლევითი პროექტი, რომელთა ჯამური ღირებულება შეადგენს 70 448.5 ლარს. პროექტთა განხორციელებაში მონაწილეობდა: რვა აკადემიური პერსონალი, ხუთი დოქტორანტი, რვა მაგისტრანტი და ორი ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტი. ოთხივე სამეცნიერო–კვლევითი პროექტი წარმატებით განხორციელდა.

2016 წლისათვის, განხორციელებული კვლევების საფუძველზე, მზადდება პუბლიკაციები საერთაშორისო რეცენზირებად სამეცნიერო ჟურნალებში გამოსაქვეყნებლად.
1.    “ემიგრაცია და დაბრუნება სამშობლოში: მიგრანტების რეინტეგრაცია, იდენტობა და ოჯახთან ადაპტაციის პრობლემები” - მაია მესტვირიშვილი, ასოც. პროფესორი; მარიამ გოგიჩაიშვილი (მაგისტრანტი); თამარ ჯანანაშვილი (მაგისტრანტი); მაია გოგოლაძე (მაგისტრანტი);

კვლევა მიზნად ისახავდა სამშობლოში დაბრუნებული მიგრანტების ნარატივების ანალიზის საშუალებით მიგრანტების შესახებ არსებული სამეცნიერო ცოდნის გაღრმავებას. კერძოდ, მიგრანტების ფსიქოსოციალური ადაპტაციის შესახებ ინფორმაცის შეგროვებასა და ანალიზს. აღსანიშნავია, რომ  ამ პერსპექტივით მიგრაციის შედეგების კვლევა  პირველ მცდელობას წარმოადგენს საქართველოში.

კვლევის შედეგად განისაზღვრა: (1) მიგრაციის შედეგი და მისი გავლენა ოჯახის დინამიკაზე (ფსიქოსოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობაზე); (2) დაბრუნებულ მიგრანტთა იდენტობის შესაძლო ცვლილებები და ამ ცვლილებებთან დაკავშირებული სიძნელეები; (3) აკულტურაციის სტრესის გავლენა და კარგად ყოფნის განცდის მიღწევის გზები;  (4) დაბრუნებულ მიგრანტთა საზოგადოებაში რეინტეგრაციის პროცესის ხელისშემშლელი და ხელისშემწყობი ფიქოსოციალური ფაქტორები.


2.    “პოსტტრავმული ზრდა ბავშვებსა და მოზარდებში: პიროვნული ფაქტორების, ადაპტაციისა და სოციალური მხარდაჭერის როლი” – მარინე ჩიტაშვილი, პროფესორი; ხათუნა მარწყვიშვილი, ასისტენტ–პროფესორი; მარიამ ფანჯიკიძე (დოქტორანტი); მაია გოგოლაძე (მაგისტრანტი); ნათია სორდია (მაგისტრანტი); ნინო აბულაძე (მაგისტრანტი); ქეთი ქიმოსტელი (მაგისტრანტი)

კვლევა მიზნად ისახავდა 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს კონფილიქტის შედეგად იძულებით ადგილნაცვალი ბავშვებისა და მოზარდებში ტრავმის შემდგომი პოზიტიური ცვლილებებისა და ტრანსფორმაციის მექანიზმების შესწავლას. კერძოდ, იმის კვლევას, თუ რა როლს ასრულებს პიროვნული ნიშნები, სოციალური მხარდაჭერა პოსტტრავმულ ზრდასა და პოზიტიურ ადაპტაციაში.

კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ (1) ინდივიდის პიროვნულ ნიშნებსა და პოსტტრავმულ ზრდას შორის არსებობს კავშირი; (2) პოზიტიური ადაპტაციის მახასიათებლები კავშირშია პოსტტრავმული ზრდის მაჩვენებლებთან; (3) სოციალური მხარდაჭერის მაღალი მაჩვენებლები პოზიტიურ კავშირშია პოსტტრავმული ზრდის მაჩვენებლებთან; (4) შემოწმდა ჰიპოთეტურ მედიაციური მოდელი პიროვნულ მახასიათებლებს, სოციალურ მხარდაჭერასა და პოსტტრავმულ ზრდას შორის.

კვლევის შედეგები მნიშვნელოვან ინფორმაციას იძლევა მოზარდებსა და ბავშვებში პოსტტრავმული ზრდის ფენომენის გამოვლენის თავისებურებებისა და მექანიზმების  შესახებ.

3.    თვითსტიგმატიზაციის ფენომენი ეპილეფსიის მქონე მოზარდებთან  – ლალი სურმანიძე, პროფესორი; მაია მაჭავარიანი–წერეთელი (დოქტორანტი); მარიამ ყვავაძე (ბაკალავრიატის სტუდენტი); ნათია გაბედავა (ბაკალავრიატის სტუდენტი)

კვლევის მიზანს წარმოადგენდა ეპილეფსიის მქონე მოზარდებთან თვითსტიგმატიზაციის ფენომენის სპეციფიკის შესწავლა და, ამ მიზნით, თვითსტიგმატიზაციის სუბიექტური სურათის გამოვლენა და აღწერა, ეპილეფსიის აღქმის კულტურული კონტექსტის თავისებურებების ანალიზი,  დეპრესიის ხარისხის დადგენა და გენდერული სხვაობების გამოვლენა, აგრეთვე თვითსტიგმატიზაციაზე გულყრების  გავლენის შესწავლა.

კვლევა ჩატარდა ფსიქოსემანტიკური ექსპერიმენტის გამოყენებით, რამაც ეპილეფსიის მქონე მოზარდთა  სუბიექტური სემანტიკური ველის  რეკონსტრუირების შესაძლებლობა შექმნა. მოცემული კვლევა პირველი ნაბიჯია სტიგმის გასაზომი ინსტრუმენტის შესაქმნელად.

ჩატარებული კვლევით მოპოვებული მონაცემების საფუძველზე პროექტის მონაწილე დოქტორანტმა – მაია მაჭავარიანი-წერეთელი – მომხსენებლის სტატუსით მონაწილეობა მიიღო ფრაიბურგის საერთაშორისო მულტიდისციპლინურ კონფერენციაზე (Freiburg Conference: DE5C47). მოხსენების  სათაურია „Psycho-Semantic analysis of Psychosocial Issues in Georgian Adolescents with Epilepsy“.

4.    მასწავლებელთა საუნივერსიტეტო მომზადების ინტეგრირებული  300-კრედიტიანი პროგრამის პედაგოგიური  მოდულების ( პედ. დისციპლინები, პედ. პრაქტიკა, კვლევითი ნაწილი) შემუშავება / VII – XII კლასების მასწავლებელი/ – ქეთევან ჭკუასელი, პროფესორი; რუსუდან სანაძე, ასოცირებული პროფესორი; ეფემია ხარაძე, ასისტენტ–პროფესორი; ნინო ჩახუნაშვილი, ასისტენტ–პროფესორი; თინათინ დოლიძე (დოქტორანტი); მარინე გოგნელაშვილი (დოქტორანტი); ქეთევან ფანცულაია (დოქტორანტი); თამარ ბედენაშვილი (მაგისტრანტი);

კვლევა მიზნად ისახავდა მასწავლებელთა მომზადების ევროპული გამოცდილების შესწავლას, ქართულ კანონმდებლობასთან შესაბამისი წარმატებული საერთაშორისო პრაქტიკის იდენტიფიცირებასა და მისი თავსებადობის კვლევას  არსებულ ქართულ რეალობასთან.

პროექტის განხორციელების შედეგად მზადდება მასწავლებელთა მომზადების ინტეგრირებული (საბაკალავრო / სამაგისტრო) 300-კრედიტიანი პროგრამის „პედაგოგიური დისციპლინების 60-კრედიტიანი“ და  „სასკოლო პრაქტიკის  და კვლევის  60-კრედიტიანი“ ახალი მოდულების სტრუქტურები, რომლებშიც, კვლევის მიზნიდან გამომდინარე, გათვალისწინებული იქნება ის დისციპლინები, რომლებიც თავსებადია ქართულ კანონმდებლობასა და მასწავლებლის საჭიროებებთან.


ანგარიში მომზადებულია თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის მიერ