2019-12-02

დოქტორანტების კოლოქვიუმი საკორპორაციო სამართალში


  გაცნობებთ, რომ თსუ-ის იურიდიულ ფაკულტეტის დეკანის მოადგილე პროფესორი ირაკლი ბურდულის ინიციატივით ყოველ სემესტრში ჩატარდება დოქტორანტების კოლოქვიუმი კერძო სამართალში - საკორპორაციო სამართლისა და მომიჯნავე დარგების მიმართულებით. 

  მიმდინარე წლის 28 ნოემბერს შედგა პროფესორის დოქტორანტების გაცნობითი ხასიათის შეხვედრა, სადაც განისაზღვრა პირველი კოლოქვიუმის თემატიკა, კერძოდ „ხელმძღვანელის პასუხისმგბელობის საკითხი“. რამდენადაც აღნიშული არ გულისხმობს ამ თემატიკით შემოფარგვლას, კოლოქვიუმში მონაწილე სტუდენტები თავისუფალნი არიან მოგვაწოდონ იდეები განსახილველ საკითხთან მიმართებით. 

გთხოვთ, აღნიშნულთან დაკავშირებით მიმართოთ გვანცა მაღრაძეს ელ-ფოსტის საშუალებით: gvantsa.magradze@tsu.ge

Print

« იხ. ყველა სიახლე