2018-12-28

ნინო ლიპარტიას სადისერტაციო ნაშრომის დაცვა

2019 წლის 17 იანვარს 11:30 საათზე გაიმართება ნინო ლიპარტიას სადისერტაციო ნაშრომის „საბანკო გარანტიიდან გამომდინარე ბენეფიციარის მოთხოვნის მართვა და მისი სამართლებრივი შედეგები" დაცვა, სამეცნიერო ხელმძღვანელი პროფესორი ზურაბ ძლიერიშვილი.
სადისერტაციო ნაშრომის დაცვა ჩატარდება სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსში (06 აუდიტორია, 0 სართული).

სადისერტაციო კომისია: ირაკლი ბურდული, გიორგი მახარობლიშვილი, გიორგი ცერცვაძე, ლევან გოთუა, ეკატერინე შენგელია, თამარ ზამბახიძე და ეკა ზარნაძე.

Print

« იხ. ყველა სიახლე