geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon


"ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი" თბილისის ცენტრში მდებარე JCI აკრედიტაციის მქონე მულტიპროფილური სამედიცინო დაწესებულებაა, რომელიც 2021 წელს აშშ-ს საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის (DFC) მხარდაჭერითა და საქართველოს სახელმწიფოსთან წარმოშობილი ერთობლივი ინტერესების გათვალისწინებით გაიხსნა.



"ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი" ფუნქციონირებს საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებული სერვისებით. ჰოსპიტალი იცავს მმართველობის თანამედროვე კონცეფციას, რომლითაც უზრუნველყოფს პაციენტზე ორიენტირებულ, მაღალხარისხიან სამედიცინო მომსახურებას. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ ეწვიოთ ვებ-გვერდს: http://www.ahtbilisi.com/

 

ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:00 საათიდან 18:00 საათამდე;

 

გამოსაცდელი ვადა: 6 თვე

ანაზღაურება: ხელზე ასაღები 900 ლარი


ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • ჰოსპიტალში შემოსული პაციენტის ან ვიზიტორის თავაზიანი დახვედრა, მიღება და საჭიროებისამებრ შემდგომი გადამისამართება;
  • პირველადი საჭირო ინფორმაცის მიწოდება და ჰოსპიტლის სერვისების გაცნობა;
  • პაციენტის დახმარება ჰოსპიტალში ორიენტირებისას;
  • პაციენტის საჭიროებების იდენტიფიცირება და სწორი მიმართულების მიცემა;
  • ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის პოლიტიკის გათვალისწინებით პაციენტისთვის საკუთარი უფლებების გაცნობა;
  • პაციენტთან დაკავშირებული პირადი და სამედიცინო ინფორმაციის კონფიდენციალობის უზრუნველყოფა;
  • უკმაყოფილო პაციენტის ან მისი ოჯახის წევრის პრობლების იდენტიფიცირება და აღმოფხვრა კომპეტენციებისა და უფლებამოსილების ფარგლებში;
  • პაციენტთა კმაყოფილების შეფასების პროცესში მონაწილეობა.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება საზოგადოებასთან ურთიერთობის, მედიცინის, ჯანდაცვის მენეჯმენტის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ან სხვა შესაბამისი სპეციალობით;
  • სასურველია მსგავს ან ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა.

 

პიროვნული უნარები:

  • სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტაციის უნარი
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი
  • გუნდური მუშაობის უნარი
  • ემპათიური
  • ეფექტური მომსახურების უნარი
  • კეთილგანწყობილი და თავაზიანი

 

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@ahtbilisi.com. გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება სათაურის ველში, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV არ განიხილება.