ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას უსაფრთხოების სამსახურში ინსპექტორების (შტატგარეშე პოზიცია) შესარჩევად (12 ვაკანსია):
ანაზღაურება: თვეში 1000 (საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო ჩანარიცხის ჩათვლით) ლარის ოდენობით.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი თსუ ბაგების სტუდენტური საერთო საცხოვრებელი.
სამუშაო გრაფიკი - 24 საათიანი ცვლის რეჟიმით. სამუშაო ცვლებს შორის დასვენება შეადგენს 72 საათს (4 დღეში ერთხელ).
სასურველი ასაკი - 25 წლიდან 55 წლამდე;
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ CV (ფოტოსურათით) წარმოადგინოთ ელექტრონული ფორმით მისამართზე security@tsu.ge 15 სექტემბრამდე.
მისამართი: ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. N1, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უსაფრთხოების სამსახური.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ნომერზე: 577 244 100