Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

მიხეილ ჩიკვილაძე
ეკონომისტი
დაბადების თარიღი 1948

მიხეილ ჩიკვილაძე დაიბადა 1948 წლის 10 თებერვალს, ონში.

1976 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი მრეწველობის დაგეგმვის სპეციალობით.

1976-1979 წწ. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შრომის მეცნიერული ორგანიზაციის კათედრის ასპირანტი;

 1999 წელს დაიცვა დისერტაცია თემაზე: „საქართველოს საგადასახადო სისტემის ჩამოყალიბება და მისი სრულყოფის მიმართულებანი საბაზრო მეურნეობის პირობებში“,

1992-1998 წწ. ფინანსთა სამინისტროს მთავარი საკონტროლო-სარევიზიო სამმართველოს უფროსი;

 1993-1998 წწ. კონტროლის პალატის თავმჯდომარის I მოადგილე;

 1998-2001წწ. საგადასახადო დეპარტამენტის თავმჯდომარე;

2001-2002წწ. საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის მოადგილე;

 2005-2006წწ.  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე;

2006 წლიდან დღემდე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

1975 - საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელი.

2019 წელს დაჯილდოვდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედლით.

მიხეილ ჩიკვილაძე არის ეკონომიკის დარგში მრავალი სამეცნიერო ნაშრომის,სტატიების ავტორი.

ბიბლიოგრაფია:

გადასახადები და დაბეგვრა. (ავტორი)  თბ.,2021 წ., 476 გვ.

საჯარო ფინანსები. (ავტორი).  თბ., 2021 წ. 275 გვ.

საგადასახადო დაგეგმვა.(ავტ.).  თბ., თსუ გამ-ბა 2023 წ. 449 გვ

ერთიანი სახაზინო კოდის დანერგვის ზეგავლენა საგადასახადო შემოსულობების აღრიცხვაზე .

არაპირდაპირი გადასახადების საგადასახადო დანაკარგი და მისი შემცირების შესაძლო მიმართულებები საქართველოში. თსუ, თბ.2021წ. !87 გვ. (ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად წარმოდგენილი დისერტაცია)

თარიღი: 27/06/2025
კატეგორია: ეკონომისტი