- საერთაშორისო ურთიერთობები
- პარტნიორი უნივერსიტეტები
- საერთაშორისო პროფილი
- საერთაშორისო პარტნიორები და წევრობა
- საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი
- თსუ-ს საერთაშორისო პროექტები
- გაცვლითი სტუდენტები და პერსონალი თსუ-ში
- გაცვლითი პროგრამები სტუდენტებისა და პერსონალისთვის
- სიახლეები
- მიმდინარე კონკურსები
- საკონტაქტო ინფორმაცია
- გვერდის რუკა
ცხადდება კონკურსი
კომპიტერული მეცნიერებების აკადემიური პერსონალის წარმომადგენლებისთვის
ვიურცბურგის უნივერსიტეტში (გერმანია)
ევროკომისიის მიერ დაფინასებული ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიის მოსაპოვებლად
სამიზნე ჯგუფი: თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულების აკადემიურ პერსონლის წარმომადგენლები, რომლებიც ფლობენ გერმანულ ენას
მობილობის ენა: გერმანული
მობილობის განხორციელების ვადა: 2024/25 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი
მობილობის ხანგრძლივობა: 5 სამუშაო დღე
ნომინანტთა შესარჩევი პროცესი:
- სააპლიკაციო დოკუმენტაციის შემოწმება (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
- გასაუბრება კანდიდატთა შესარჩევ კომისიასთან (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
- საბოლოო შერჩევა (მასპინძელი უნივერსიტეტი)
სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:
- პასპორტის ასლი;
- ცნობა სამსახურიდან (ინგლისურ ენაზე);
- CV ინგლისურ ენაზე;
- რეკომენდაცია ინგლისურ ენაზე რეკომენდაციის წერილი (ინგლისურ ენაზე), რომელიც გაცემული უნდა იყოს ფაკულტეტის დეკანის მიერ;
- შევსებული სამუშაო გეგმა (Mobility Agreement) ინგლისურ ენაზე თსუ- ს შესაბამისი ფაკულტეტის დეკანის ხელმოწერით და ბეჭდით; დანართი 1;
- მასპინძელი უნივერსიტეტის მიერ გაცემული დაინტერესების წერილი (pre-acceptance) (ოფიციალური წერილი სავალდებულო არ არის, საკმარისია მეილით მიღებული თანხმობა/დაინტერესების დასტური, რომელიც გაცემული იქნება მასპინძელი უნივერსიტეტის შესაბამისი აკადემიური მიმართულების სამდივნოს ან/და პროფესორის მიერ).
რელევანტური მიმართულების აკადემიურმა პერსონალმა სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი (PDF ფორმატში) უნდა გამოგზავნოს ელ-ფოსტაზე outgoingmobility@tsu.ge მიმდინარე წლის 30 ივნისის 17:00 საათამდე (თბილისის დროით)! გასაუბრება დასწრებულ რეჟიმში ჩატარდება 2025 წლის 1 ივლისს.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ გამოგზავნილი განაცხადის შეცვლა ან/და ატვირთული დოკუმენტ(ებ)ის გამოცვლა შეუძლებელია.
კითხვების შემთხვევაში, დაუკავშირდით საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტს ელფოსტაზე outgoingmobility@tsu.ge