Magic Roads Georgia საერთაშორისო B2B ტურისტული ჰოლდინგის ადგილობრივი წარმომადგენლობაა, რომელიც 1985 წელს დაარსდა და შემომყვან ტურიზმზეა ორიენტირებული.
Magic Roads Georgia-ის ბაზაზე არსებული Magic Academy ყოვლისმომცველ, უფასო ტრენინგს სთავაზობს ტურიზმის მენეჯმენტის სტუდენტებსა და ახალ კურსდამთავრებულებს, რომელთაც სურთ გახდნენ ტურისტული გიდები საქართველოში.
ეს უნიკალური შესაძლებლობა მონაწილეებს საშუალებას მისცემს მიიღონ საჭირო უნარები, ცოდნა და გამოცდილება ტურიზმის სფეროში წარმატებული კარიერის შესაქმნელად.
მოსამზადებელი პროგრამა ისეა შედგენილი, რომ სტუდენტებმა როგორც თეორიულად, ისე პრაქტიკულადაც, სხვადასხვა ტიპის ტურში მონაწილეობით, გაიცნონ საქართველოს მდიდარი
კულტურა, ისტორია და გეოგრაფია, Რათა დასაქმების შემდგომ, შეძლონ შექმნან განსაკუთრებული გამოცდილებები ტურისტებისთვის.
მეჯიქ აკადემიის გიდების ტრენინგის პროგრამა არის 3 თვიანი, ინტენსიური კურსი, ტრენინგი შედგება თეორიული და პრაქტიკული ნაწილისგან. იმისათვის, რომ მონაწილემ შეძლოს პრაქტიკული ნაწილის გავლა, აუცილებელი იქნება თეორიული ნაწილის წარმატებით დასრულება.
კურიკულუმი მოიცავს შემდეგ მიმართულებებს:
საქართველოს გეოგრაფია და ისტორია - მონაწილეები შეისწავლიან საქართველოს გეოგრაფიულ მახასიათებლებს, მის მდიდარ ისტორიას და კულტურის ევოლუციას.
ტურისტული მიმართულებები - სტუდენტები გაეცნობიან საქართველოს ყველაზე პოპულარულ ტურისტულ ადგილებს, თითოეულის მნიშვნელობას და იმ თავისებურებებს რაც მათ საინტერესოს ხდის ტურისტებისთვის.
კულტურული ცნობიერების გაზრდა - ეს ნაწილი კონცენტრირდება საქართველოს წეს-ჩვეულებებზე, ტრადიციებსა და სამზარეულოზე, რათა გიდს გაუმარტივოს ავთენტური
ცხოვრების წესის გაცნობა ტურისტებისთვის.
აუცილებელი მოთხოვნაა, ინგლისურთან ერთად რომელიმე დამატებითი ენის ფლობა, მაგ:
ფრანგული
იტალიური
გერმანული
ესპანური
ტრენინგის მიმდინარეობისას, ჩატარდება შუალედური და საბოლოო გამოცდები.
კურსის წარმატებით დასრულების შემთხვევაში გაიცემა სერტიფიკატი და კურსდამთავრებულები დასაქმდებიან მეჯიქ როუდზ ჯორჯიაში გიდის პოზიციაზე.
ტურისტული კომპანია მეჯიქ როუდზ ჯორჯია ტრენინგის გარდა გთავაზობთ 6 თვიან ანაზღაურებად სტაჟირებას.
სტაჟირების პერიოდში თქვენ გექნებათ შესაძლებლობა შეიძინოთ პრაქტიკული გამოცდილება ტურიზმის სფეროში და შეისწავლოთ:
ტურისტული პაკეტების შედგენა/რეზერვაცია/რეალიზაცია;
აუცილებელი მოთხოვნაა ინგლისური კიდევ ერთი (გერმანული, ფრანგული, იტალიური ან ესპანური) ენის და საოფისე პროგრამების ცოდნა.
სამუშაო განრიგი: 4 საათი ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით დღეში
ანაზღაურება: 600 ლარი ნეტი
დაინტერესებულმა სტუდენტებმა/კურსდამთავრებულებმა რეზიუმე გაგზავნეთ მითითბულ ელ.მისამართზე tamuna@magic-roads.com