2026 წელს დაგეგმილი WIPO-ს ინტელექტუალური საკუთრების იმიტირებული სასამართლო პროცესის კონკურსი (WIPO IP Moot Court Competition)
2026 წლის კონკურსი ეფუძნება WIPO-ს ინტელექტუალური საკუთრების იმიტირებული სასამართლო პროცესის პირველ წარმატებულ კონკურსს, რომელიც ჩატარდა 2025 წლის აპრილში დელის სამართლის ეროვნულ უნივერსიტეტში, ინდოეთში.
მომავალი კონკურსი მოიცავს ჰიპოტეთურ საქმეებს, რომელიც ეხება სამრეწველო საკუთრების სფეროში არსებულ ისეთ სამართლებრივ საკითხებს, როგორიცაა პატენტები, სასაქონლო ნიშანი, სამრეწველო დიზაინი და სავაჭრო საიდუმლოებები.
განაცხადების შევსება შეუძლიათ ორი სამართლის სტუდენტისა (35 წლამდე) და ერთი მწვრთნელისგან შემდგარ გუნდებს. განაცხადის შევსების პროცესი მოითხოვს ხელმოწერილი სარეგისტრაციო ფორმისა და მაქსიმუმ 5 წუთიანი წინასწარ ჩაწერილი ვიდეო დასაბუთების წარდგენას. შერჩეულ გუნდებს დაევალებათ წერილობითი დოკუმენტაციის წარდგენა.
ასევე, მონაწილეობა შეუძლიათ მიიღონ დაკავშირებულ, ინტელექტუალური საკუთრების მიმართულების სპეციალიზებული პროგრამების სტუდენტებს.
შესარჩევი ეტაპის გამარჯვებული გუნდები გადავლენ ონლაინ ზეპირ რაუნდებში და იბრძოლებენ 8 ადგილისთვის ფინალურ რაუნდში, რომელიც გაიმართება WIPO-ს ოფისში ჟენევაში 2026 წლის 24-26 ივნისს. WIPO დაფარავს მგზავრობისა და განთავსების ხარჯებს ფინალისტი გუნდებისთვის.
განაცხადების მიღების შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნებულია ოფიციალურ ვებ-გვერდზე (https://www.wipo.int/en/web/youth-engagement/w/news/2025/make-your-case-and-apply-for-the-2026-wipo-ip-moot-court-competition ), აპლიკაციების მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 30 ნოემბერი.
კითხვების შემთხვევაში, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ საორგანიზაციო გუნდს: youth@wipo.int
გთხოვთ მონაწილეობის შემთხვევაში, სტუდენტებმა გვაცნობოთ ჩართულობის შესახებ Career@tsu.ge