სს „თიბისი ლიზინგი“ აცხადებს ვაკანსიას აქტივების მონიტორინგის მენეჯერის პოზიციაზე (კორპორაციული რისკების დეპარტამენტში).
მდებარეობა: მცხეთა (წიწამური) - დიღმის ტერიტორიიდან კომპანია უზრუნველყოფს თანამშრომლის ტრანსპორტირებას
სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათი - პარასკევი)
სამუშაო საათები: 09:30-18:30 (შესვენება 1 საათი)
ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:
· ჯანმრთელობის დაზღვევას;
· დანაზოგის შექმნას საპენსიო ფონდისთვის;
· თანამშრომლისთვის განკუთვნილ სპეციალურ შეთავაზებებს სხვადასხვა პროდუქტზე.
ძირითადი მოვალეობები და ფუნქციები:
· მოძრავი ქონების სისტემური მონიტორინგის განხორციელება;
· აქტივების ადგილზე დათვალიერება, ვიზუალური დოკუმენტირება (ფოტო/ვიდეო მასალა) და მონიტორინგის დასკვნის მომზადება;
· შესაბამისი ბაზებისა და დოკუმენტაციის შექმნა;
· მოძრავი ქონების ბაზრის კვლევა და ანალიზი;
· პერიოდული რეპორტების (ყოველკვირეული; ყოველთვიური) მომზადება და წარდგენა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
· უმაღლესი განათლება;
· აუცილებელია მინიმუმ 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება აქტივების მონიტორინგის მიმართულებით;
· აქტივებთან, მსუბუქ და/ან მძიმე ტექნიკასთან მუშაობის გამოცდილება და ტექნიკური ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
· აუცილებელია B კატეგორიის მართვის მოწმობა;
· სასურველია ინგლისური ენის ცოდნა საშუალო დონეზე;
· Microsoft Office-ის პროგრამების ცოდნა საბაზისო დონეზე.
პიროვნული თვისებები და საჭირო უნარები:
· ეფექტური კომუნიკაცია;
· სამუშაოს დაგეგმვა და პრიორიტეტების სწორად განსაზღვრა;
· მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
· დროის ეფექტურად მართვა;
· გუნდური მუშაობა.
დაინტერესების შემთხვევაში იხილეთ ბმული