Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ქუთაისში ერთ-ერთი წამყვანი საფინანსო კომპანიის კორპორატიული ღონისძიება თსუ პროფესიული განათლების ცენტრის სტუდენტების მონაწილეობით განხორციელდა. პროფესიული პროგრამის „ღონისძიების ორგანიზება“ (ქუთაისი) სტუდენტებმა იმუშავეს საორგანიზაციო საკითხებზე, შეიმუშავეს სცენარი და უშუალოდ მონაწილეობდნენ ღონისძიების განხორციელებაში.

პროფესიული პროგრამის „ღონისძიების ორგანიზება“ (ქუთაისი) ხელმძღვანელის ანა რაზმაძის თქმით, ეს არ იყო პირველი ღონისძიება, რომლის განხორციელებაშიც პროფესიული სტუდენტები მონაწილეობდნენ. ასეთი პრაქტიკული გამოცდილების შესაძლებლობა მათ ხშირად აქვთ. „პროგრამის ფარგლებში მაქსიმალურად ვცდილობთ სტუდენტებს თეორიულ ცოდნასთან ერთად პრაქტიკული გამოცდილება მივცეთ. ისინი ხშირად ესწრებიან სხვადასხვა ღონისძიებებს და ერთვებიან მათ მომზადება-განხორციელებაში. საფინანსო კომპანიის კორპორატიული წვეულების მომზადებისას სტუდენტები ჩაერთვნენ საორგანიზაციო ნაწილში, მოამზადეს სერტიფიკატები, დახვდნენ სტუმრებს, მონაწილეობდნენ ღონისძიების გასართობი ელემენტების შემუშავებაში“,-განაცხადა ანა რაზმაძემ.

პროგრამის ხელმძღვანელის განმარტებით, სტუდენტებს კიდევ არაერთი შესაძლებლობა ექნებათ პრაქტიკულად ჩაერთონ ღონისძიებებში, შეხვდნენ დამკვეთებს. უახლოეს პერიოდში მსგავსი გამოცდილება სკოლის გამოსაშვები ღონისძიებების და საზეიმო წვეულებების დაგეგმვისას ექნებათ.

კორპორატიული წვეულების დაგეგმვა-განხორციელების პროცესში მიღებული გამოცდილება პროფესიული პროგრამის სტუდენტს ანა პავლიაშვილს დაეხმარა თავად დაეგეგმა საკუთარი სამსახურის კორპორატიული წვეულება.

„კორპორატიულ ღონისძიებაში ჩართვამ ძალიან დიდი გამოცდილება და დიდი მოტივაცია მომცა თავად დამეორგანიზებინა კორპორატიული წვეულება სამსახურში. უშუალო ვიყავი არამარტო პროცესის დამგეგმავი, ასევე წვეულების წამყვანიც“,-აღნიშნა ანა პავლიაშვილმა.