Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ პროფესიული განათლების ცენტრი ქალაქ თბილისში აცხადებს მიღებას პროფესიული გადამზადების პროგრამებზე - „ლაბორატორიული ჯანმრთელობა და უსაფრთხოება“.

  • თსუ პროფესიული განათლების ცენტრი ქალაქ თბილისში აცხადებს მიღებას პროფესიული გადამზადების პროგრამებზე - „ლაბორატორიული ჯანმრთელობა და უსაფრთხოება“.

 

  • პროგრამაზე დაშვების წინაპირობაა - ბაკალავრის აკადემიური ხარისხი  საბუნებისმეტყველო, სიცოცხლის შემსწავლელი,  გამოყენებითი ბიომეცნიერების, ბიოტექნოლოგიის, გარემოს დაცვის, აგრარული, სოფლის მეურნეობის, მედიცინის და საზოგადოებრივი ჯანდაცვის,  ფარმაცის, ფარმაკოლოგიის მიმართულებებით ან/და ლაბორატორიულ საქმიანობასთან დაკავშირებულ პროფესიულ კვალიფიკაციას (შემდეგი მიმართულებით: ნივთიერებებისა და მასალების ქიმიური ანალიზის ლაბორანტი; ქიმიური და სასურსათო პროდუქტების ექსპერტი; ქიმიური და კვების მრეწველობის უსაფრთხოების სპეციალისტი; ქიმიური წარმოების სპეციალისტი; ფარმაცევტული პრეპარატების წარმოების სპეციალისტი; სამედიცინო და ფარმაცევტულ მოწყობილობათა ოპერატორი; ფარმაცია და ფარმაციის თანაშემწე; ვეტერინარული მომსახურების სპეციალისტი).  

 

      გადამზადების პროგრამაზე რეგისტრაციის თარიღია - 2022 წ. 20, 21 აპრილი.

 

      დაინტერესებულ აპლიკანტებს გადამზადების პროგრამაზე რეგისტრაცია შეუძლიათ ვებგვერდზე www.vet.emis.ge.

 

  • ვებგვერდზე რეგისტრაციის/ავტორიზაციის გავლის შემდეგ აპლიკანტმა უნდა მონიშნოს „მომზადებისა და გადამზადების პროფესიული პროგრამები“. შემდეგ აირჩიოს „პროგრამების“ ფანჯარა და საძიებო სისტემაში მიუთითოს - „ლაბორატორიული ჯანმრთელობა და უსაფრთხოება“ პროგრამის სახელწოდება სახელწოდება.

 

  • ვებგვერდის საშუალებით აპლიკანტს შეუძლია მიიღოს ინფორმაცია გადამზადების პროგრამის განხორციელების ვადების, მისაღწევი სწავლის შედეგებისა და მისაღები ადგილების რაოდენობის შესახებ.

      დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, მოგვწერეთ პირადი შეტყობინება!