Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ დედამიწის კვირეული

თუ გინდა, რომ წაიკითხო დედამიწის მიერ „დაწერილი“ ისტორია,  ხელით შეეხო 4.4 მილიარდი წლის წინანდელ მინერალს;

გაეცნო ამონიტებს, რომელთა ასაკი მინიმუმ 65 მილიონი წელია; მონაწილეობა მიიღო ქიმიურ ექსპერიმენტებში: ქიმიური შუქნიშანი, იოდის საათის რეაქცია, ხელოვნური სისხლი, ოქროს წვიმა, პირანია ხსნარი და სხვა;

დაათვალიერო მფრინავი თევზი, მარჯნების მრავალფეროვნება, მიკროსკოპული უხერხემლო ცხოველური ორგანიზმები; მართო სტუდენტების ხელით აწყობილი რობოტები;

გაეცნო დრონების ინჟინერიას;

ეწვიო პლანეტარიუმს (I ნაკადი -13.00 სთ; II ნაკადი - 15.00 სთ.)

მოდი 16 აპრილს, 12.00 საათიდან 16.00 საათამდე, თსუ პირველი კორპუსის შიდა ეზოში და მიიღე მონაწილეობა დედამიწის კვირეულის გახსნის ღონისძიებაზე, აქტიურად ჩაერთე დედამიწის კვირეულში!

კვირეულის ფარგლებში (16 აპრილიდან 26 აპრილამდე) გასამართი ქიმიის ლაბორატორიის ტურებისთვის დაუკავშირდით acs.sc.tsu@gmail.com

 

პლანეტარიუმის ტურებისთვის (16 აპრილიდან 24 აპრილამდე) დაუკავშირდით nino.revazashvili2014@ens.tsu.edu.ge

 

ღონისძიების ორგანიზატორია თსუ და ამერიკის ქიმიკოსთა საზოგადოების თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური ნაწილი (ACS - American Chemical Society Georgian Student Chapter of TSU).