geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

გარდაიცვალა პროფესორი რუსუდან ზექალაშვილი

წავიდა ჩვენგან ძვირფასი კოლეგა და მეგობარი, ენათ­­მეცნიერი, თაობათა აღმზრდელი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ენის ინ­სტიტუტის ახალი ქართული ენის კათედრის ასოცირებული პროფესორი რუსუდან რა­ფი­ელის ასული ზექალა­შვი­ლი (შამელაშვილი).  

 

პროფ. რუსუდან ზე­ქალაშვილი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გარდა, სხვა­და­სხვა დროს მუშაობდა ქუთაისის პედაგო­გიურ ინ­სტი­­ტუტსა და თბილისის სახელმწიფო სა­მედიცინო უნივერსიტეტში, თუმცა სა­მეც­ნიერო-პედაგოგიური საქმიანობის დიდი ნაწილი მან თბილისის სახელმწიფო უნი­ვერ­სიტეტს დაუ­კავ­შირა, სადაც წლების მანძილზე კითხუ­ლობ­და საუნივერსიტეტო კურსებს: ქართული ენის მორფოლოგიასა და სინ­ტაქსში, ქარ­თული მეტყველების კულტურას, ქარ­თულ დიალექ­ტოლოგიას, ქარ­თულ ლექსიკოლოგიას, ქართულს, როგორც უცხო ენას, თა­ნა­მედ­როვე სალიტე­რა­ტუ­რო ქართული ენის ნორმა­ლი­ზა­ციას,  ქართულ სამეტყველო ეტიკეტსა და სხვ., რაც, ფაქტობრივად, მისი კვლევის სფეროებსაც წარმოადგენდა. ქალბატონი რუსუდანი აქტიურად მონაწი­ლე­ობდა სასწავლო ვებ­გვერ­დებისა და პორტალის შექმნაში.   

 

საინტერესო და მრავალმხრივი თემატიკისაა ქალბატონი რუსუდანის  ნაშრომები,  რომ­­ლე­­ბიც ეძღვნება  ქართული კომუნიკაციის ენობრივ და არაენობრივ მახასიათებლებს, სა­მეტ­­ყველო ეტიკეტის როლს, თავაზიანობის გამოხატვის ენობრივ საშუალებებს. გან­საკუთ­რე­ბუ­ლია რუ­სუდან ზე­ქალაშვილის ღვაწლი ქართული სამედიცინო ტერ­მი­ნო­ლო­გიის შესწავლის საქმეში, კერძოდ, მან სპეციალურ მონოგრაფიაში განიხილა ქართული და ნასესხები სამე­დიცინო ტერმინოლოგიის სემანტიკის, დერივაციისა და მართლწერის სა­კითხები; აღსანიშ­ნა­ვია რუსუდან ზექალაშვილის წვლილი ქართულ-გერმანულ ლექსიკოგრაფიაში; მის მიერ რამდენიმე ლექ­სიკონია შედგენილი: „ქართულ-გერმანული ლექსიკონი“ [რედ. დ. ბახტაძე; მე-3 გამოც.], რო­მელიც  წინა ორი გამოცემის (2009, 2015) გადამუშავებული და შევსებული ვარიანტია. მას­ში მოცემულია 45.000-მდე ქართული ლექსიკური ერთე­ულის ეკვივალენტი გერმანულ ენაზე, ახლავს გრამატიკული დახასიათება, მითითებულია სიტყვათა გამოყენების სფერო და  სტი­ლის­ტური შეფერილობა. მის მიერ სხვადასხვა დროს შედგენილი ქართულ-გერმანული ლექსიკონების საფუძველზე შექნიალია ონლაინვერსია.

 

რუსუდან ზექალაშვილი თანაავტორია „ქართული ენის გრამატიკის ელექტრონული რესურსისა“ (2022), რომელიც დახმარებას უწევს სკოლის მოს­წავ­ლეებს ქართული ენის გრამატიკისა და მართლწერის შესწავლაში.

თსუ-ში მრავალწლიანი ნაყოფიერი საგანმანათლებლო და სამეცნიერო საქმიანობისთვის  ქალბატონი რუსუდან ზექალაშილი  2025 წელს დაჯილდოვდა  უნივერსიტეტის ოქროს მედლით.

 

პროფ. რუსუდან ზექალაშვილი იყო სტუდენტების საყვარელი ლექტორი,  ადამიანი, რომელიც თავისი პროფესიონალიზმით, საქმისადმი სიყვარულით და სხვების მიმართ  გამოვლენილი  გულისხმიერებით ყოველთვის განსაკუთრებულ გარემოს ქმნიდა ირგვლივ.  მის სახელს დავიწყება არ უწერია.