ნეირობიოლოგია საზოგადოების განვითარების უმნიშვნელოვანეს საფუძველს წარმოადგენს,“ - ამბობს ნანა დორეული, თსუ მეცნიერი, რომელმაც 40 წელზე მეტი მიუძღვნა თავის ტვინის ფუნქციების, პლასტიკურობისა და პათოლოგიური მდგომარეობების შესწავლას.
მისი სამეცნიერო მიღწევებიდან განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ნოოტროპული ნივთიერებების ეფექტიანობის შესწავლა, რომელმაც აჩვენა, რომ ისინი ეფექტიანია დარღვეული მეხსიერების კორექციისას.
მეცნიერის ნაშრომები 885 სხვა სტატიაშია ციტირებული, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მის წვლილს საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებაში.
სტუდენტებს კი ურჩევს: „ეს არის ურთულესი შრომა, რომელიც მოითხოვს ერთგულებას, ეთიკის დაცვას და მუდმივ ძიებას. კითხვები - რა? როგორ? რისთვის? - ყოველდღიურ ცხოვრებაში ხშირად უნდა გაისმოდეს.“