Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

შუალედური გამოცდების დისტანციურად ჩატარების წესი

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი

შუალედური გამოცდების დისტანციურად ჩატარების წესი

2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის  სემესტრი

1. შუალდური გამოცდა ჩატარდება წინასწარ მომზადებული საგამოცდო განრიგის მიხედვით, რომელსაც დაგეგმავს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახური თსუ საინფორმაციო ტექნოლოგიების ტეპარტამენტის დახმარებით; საგამოცდო განრიგი სტუდენტებს Lms ბაზის ან sms-ის ან e-mail-ის საშუალებით ეცნობებათ გამოცდის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე; ბაკალავრატში საგამოცდო პერიოდია 2-14 ნოემბერი; მაგისტრატურაში 9-21 ნოემბერი.
2. სტუდენტს, გამოცდაზე უნდა  ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (პირადობის არქონის შემთხვევაში გამონაკლისის სახით შეიძლება მართვის მოწმობის ან სხვა მაიდენტიფიცირებული დოკუმენტის წარდგენაც), რათა შესაძლებელი იყოს  მისი იდენტიფიცირება.
3. ეკრანზე  უნდა ჩანდეს სტუდენტის სახე, სახელი, გვარი; ასევე, მას ჩართული უნდა ჰქონდეს ვიდეოთვალი. 
4. კათედრები ფაკულტეტის ადმინისტრაციას წარმოუდგენენ ინფორმაციას დასკვნითი გამოცდის ჩატარების პლატფორმის შესახებ (არაუგვიანეს 2020 წლის 25 ოქტომბრისა);
5. კათედრები შუალედური გამოცდის ჩატარებისთვის ირჩევენ შესაბამის პლატფორმას (Lms.tsu.ge ან Zoom ან Moodle ან Meet ან Classroom ან Bookwidget ან სხვა პროგრამა), ინფორმაციას აცნობენ სტუდენტებს და მათ შესაძლებლობის ფარგლებში უტარებენ ტრენინგებს;
6. გამოცდის დროის მაქსიმალური ხანგრძლივობა  განისაზღვრება არაუმეტეს  2 საათი; 
7. ყოველ ახალ  სემინარულ ჯგუფებს (ან ნაკადს) უნდა შევთავაზოთ წერითი გამოცდის ახალი ვარიანტი (ბილეთი/ ან ვარიანტი). შესაძლებელია კათედრამ (პედაგოგებთან შეთანხმებით) ინდივიდუალურად გადაწყვიტოს რამდენ ვარიანტს გამოიყენებს ერთჯერადად თითოეულ ნაკადში;
8. გამოცდის მსვლელობის დროს გაკეთდება აუდიო და ვიდეო ჩანაწერი; ჩანაწერი ინახება კათედრაზე  (ან აკადემიურ პერსონალთან). საჭიროების შემთხვევაში, ჩანაწერები, დეკანის ვიზირებით გადაეცემა ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურს შესანახად;
9. თუ სტუდენტს გამოცდის მსვლელობის დროს დაუფიქსირდა ტექნიკური ხარვეზი (დენის, ინტერნეტის გათიშვა), მაშინ იგი ინფორმაციას დაუყოვნებლივ აწვდის პედაგოგს ან ფაკულტეტის ცხელ ხაზს, ხოლო 24 საათის განმავლობაში LMS-ის საშუალებით აგზავნის განცხადებას   ფაკულტეტზე; 
10. ლექტორის ნებართვის გარეშე სამუშაო ადგილიდან გასვლა (ანუ როდესაც ვიდეოთვალით არ ფიქსირდება სტუდენტი) შესაძლებლია გახდეს სტუდენტის გამოცდიდან მოხსნის საფუძველი; 
11. ნაშრომების გასწორების ვადა განისაზღვრება თსუ-ში არსებული რეგულაციების შესაბამისად (გამოცდების ჩატარების ინსტრუქცია);
12. შესრულებული ნაშრომი სტუდენტის მიერ ლექტორთან იგზავნება წინასწარ შეთანხმებული ფორმატით;
13. სტუდენტის მიერ მიღებულ შეფასებებს კათედრა აგზავნის ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურში, რომელიც თავის მხრივ, შეფასებებს აფიქსირებს ელ.ბაზაში; 
14. წერითი ნაშრომების აპელაცია განხორციელდება თსუ-ში მოქმედი რეგულაციით (გამოცდების ჩატარების ინსტრუქცია); 
15. გამოცდების ჩატარების მიმდინარეობას გააკონტროლებს კათედრის ხელმძღვანელი, ფაკულეტეტის ადმინისტრაცია (დეკანი, დეკანის მოადგილე სასწავლო დარგში და სასწავლო პროცესის მართვის სამსახური) და  მონიტირინგის სამსახური;
16. დამატებით ვადაში შუალედურ გამოცდაზე სტუდენტის დაშვება განხორციელდება თსუ სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის მიხედვით (მუხლი 16);
17. შუალედური გამოცდის ჩატარების ტექნიკური ორგანიზაცია:
ა. ვარიანტი (ზოგადი წესი) - კათედრამ ან პედაგოგმა შალედური გამოცდის ჩატარებისთვის, შეიძლება გამოიყენოს სხვადასხვა პროგრამა, რომელიც წინასწარ შეთანხმებული იქნება საგანმანათლებლო ერთეულთან და სასწავლო ჯგუფებთან. აღნიშნული პროგრამის შესაბამისად საჭიროების შემთხვევაში უნდა შემუშავდეს   გამოცდის ჩატარების წესი და აღნიშნულის შესახებ აცნობოს სტუდენტებს და საგანმანათლებლო ერთეულს;
ბ. ვარიანტი (zoom) - პედაგოგს საგამოცდო ბილეთი/ან ბილეთები გამოაქვს ეკრანზე და სტუდენტები ინიშნავენ შესაბამის ვარიანტს (5-7 წუთი) და იწყებენ წერას. თუ სტუდენტმა ნაშრომი დაასრულა დანიშნული დროის ამოწურვამდე, მაშინ იგი ამ ინფორმაციას აწვდის პედაგოგს, რომელიც ინიშნავს ნაშრომის დასრულების საათს. გამოცდის დასრულებიდან 5-10 წუთის განმავლობაში სტუდენტი  შესრულებულ ნაშრომს აგზავნის პედაგოგის ელ. ფოსტაზე  (ნაშრომის მიღება შესაძლებელია ნებისმიერი ფორმით, რასაც სტუდენტი მოახერხებს მის მიერ არსებული ტექნიკური საშუალებებით. შესაძლებელია იყოს როგორც pdf, ასევე ფოტო, სკანირება და სხვა). პედაგოგი ელექტრონულად უდასტურებს სტუდენტს  ნაშრომის მიღებას;
გ. ვარიანტი (zoom)  - ტესტირებული შუალედური გამოცდის ჩატარების დროს შედგენილი ვარიანტ(ებ)ი  წინასწარ, გამოცდის დაწყებამდე 5 წუთით ადრე ეგზავნება სტუდენტებს ელ. ფოსტაზე ან გაუზიარდება zoom-ის საშუალებით. თუ სტუდენტმა ტესტი დაასრულა დანიშნული დროის ამოწურვამდე, მაშინ იგი ამ ინფორმაციას აწვდის პედაგოგს, რომელიც ინიშნავს ნაშრომის დასრულების დროს. ტესტირებული გამოცდის დასრულებიდან 5 წუთის განმავლობაში სტუდენტი  შესრულებულ ნაშრომს აგზავნის პედაგოგის ელ. ფოსტაზე  (გადმოგზავნილი შეიძლება იყოს მხოლოდ პასუხები ნებისმიერი ფორმით, რასაც სტუდენტი მოახერხებს მის მიერ არსებული ტექნიკური საშუალებებით. შესაძლებელია იყოს როგორც pdf, ასევე ფოტო, სკანირებული და სხვა). პედაგოგი ელექტრონულად უდასტურებს სტუდენტს  ნაშრომის მიღებას და ახდენს ვარიანტის იდენტიფიცირებას, რათა სწორად მოახდინოს პასუხების შეფასება.