Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
Map
Date 2020-11-10
Beginning 10:00 HR
Address ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი და „საქართველოს სამეზობლოს კვლევის ინსტიტუტი“ აცხადებს აბსტრაქტების მიღებას საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციასათვის "პოლიტიკა კავკასიის გარშემო", რომელიც გაიმართება 2020 წლის 10 ნოემბერს.

 

კონფერენციის მიზანია სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოების საშინაო და საგარეო პოლიტიკის, ისტორიის, ეკონომიკის, რელიგიის, კულტურისა და ხელოვნების, ენისა და ლიტერატურის და სხვა აქტუალური საკითხების შესწავლა.

 

კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველას, ვინც დაინტერესებულია როგორც სამხრეთ კავკასიის ქვეყნების (საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი), ასევე რუსეთის, ირანისა და თურქეთის შესწავლის საკითხებით.

გლობალური პანდემიის გათვალისწინებით, მე-6 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ჩატარდება დისტანციური ფორმით, პლატფორმა ZOOM-ის გამოყენებით. ვირტუალური პრეზენტაცია უნდა მომზადდეს წინასწარ და გადმოიგზავნოს მოხსენებასთან ერთად.

 

კონფერენციის სამუშაოენა - ინგლისური.
 

კონფერენციაში მონაწილეობა უფასოა.

აბსტრაქტის წარდგენის  ვადა: 1 ოქტომბერი 2020;

აბსტრაქტების შერჩევის ვადა: 2020 წლის 15 ოქტომბერი. (ავტორებს მონაწილეობის შესახებ ინფორმაცია ეცნობებათ წერილობით);

პრეზენტაციისა და მოხსენების წარდგენის ვადა: 2020 წლის 5 ნოემბერი;

კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად და აბსტრაქტების წარმოსადგენად გთხოვთ, შეავსოთ თანდართული სარეგისტრაციო ფორმა და გააგზავნოთ: igns@tsu.ge მეილზე შემდეგი სათაურით: "პოლიტიკა კავკასიის გარშემო", 2020.

 

სარეგისტრაციო ფორმა:

ჩამოტვირთვა

 

აბსტრაქტი - 300-350 სიტყვა;

მოხსენება - 3000-5000 სიტყვა;

სტილი - APA

ქაღალდის ზომა - A4

ფონტი - sylfaen

დაშორება - 1.5

მარჟები (ზედა, ქვედა, მარცხნივდამარჯვნივ) - 2 სმ

 

კონტაქტი:

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, “საქართველოს სამეზობლოს კვლევის ინსტიტუტი“

მაია მანჩხაშვილი

მისამართი: თსუ IV კორპუსი, ი.ჭავჭავაძის გამზირი №14,  თბილისი

ტელეფონი: +995 557 323227.

ელ-ფოსტა: maia.manchkhashvili@tsu.ge

Related events