- საერთაშორისო ურთიერთობები
- პარტნიორი უნივერსიტეტები
- საერთაშორისო პროფილი
- საერთაშორისო პარტნიორები და წევრობა
- საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტი
- თსუ-ს საერთაშორისო პროექტები
- გაცვლითი სტუდენტები და პერსონალი თსუ-ში
- გაცვლითი პროგრამები სტუდენტებისა და პერსონალისთვის
- სიახლეები
- მიმდინარე კონკურსები
- რაოდენობრივი მაჩვენებლები
- საკონტაქტო ინფორმაცია
- გვერდის რუკა
ცხადდება კონკურსი თსუ-ს დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებისთვის ბელგრადის უნივერსიტეტში (სერბეთის რესპუბლიკა) ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის მოკლევადიანი მობილობის სტიპენდიების მოსაპოვებლად
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ინგლისურენოვანი სადოქტორო პროგრამის “პროფესიული განათლება” იმ სტუდენტებს, რომლებსაც მიმდინარე სემესტრში აქვთ აქტიური სტუდენტის სტატუსი და რომელთა GPA არის მინიმუმ 2.5
მობილობის ხანგრძლივობა: 2 კვირა (ივნისი/ივლისი 2026 წ.)
სტიპენდიატთა შესარჩევი პროცესი:
- ელექტრონული განაცხადისა და შესაბამისი დოკუმენტაციის შემოწმება (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
- გასაუბრება კანდიდატთა შესარჩევ კომისიასთან (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ან/და მიმღები უნივერსიტეტი)
- საბოლოო შერჩევა/სტიპენდიის მინიჭება (მასპინძელი უნივერსიტეტი)
კონკურსში მონაწილეობასთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაცია, მათ შორის, წარსადგენი საბუთების ჩამონათვალი იხილეთ აქ
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, დაგვიკავშირდით შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: outgoingmobility@tsu.ge