ლევან ბრეგაძე
ჟურნალისტი
დაბადების თარიღი 1947
1971 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის ჟურნალისტიკის განყოფილება. მისი საკანდიდატო დისერტაციის თემა იყო „ კავკასიური თემატიკა გაზეთ „კაუკაზიშე პოსტის“ ფურცლებზე (1906-1914)’’, რომელიც 2005 წელს დაიცვა.
1978-1986 წლებში ის იყო ჟურნალ "კრიტიკის" პასუხისმგებელი მდივანი; 1990-1991წწ კი იმავე ჟურნალის რედაქტორის მოადგილე; 1989-1990წწ. გაზეთ "მამულის" რედაქტორის მოადგილე; 1998-2000წწ. კულტურულ ურთიერთობათა ცენტრის "კავკასიური სახლის" უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. 2000 წლიდან არის ამავე ინსტიტუტის განყოფილების გამგე; 2003 წლიდან "გელათის მეცნიერებათა აკადემიის ჟურნალის" სწავლული მდივანი; 2006 წლიდან ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი.