ირაკლი ჯავახაძე
ფილოლოგი
დაბადების თარიღი 1968
1990 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი.
პირველი მოთხრობები: "დუელი", "თედორე", "შენ", "ჩვენს მაღაზიაში" დაიბეჭდა ჟურნალ "ცისკრის" 1990 წლის მეხუთე ნომერში. 1999 წელს საქართველოს რადიოში მისი მოთხრობის მიხედვით რეჟისორმა ლევან ლორთქიფანიძემ განახორციელა რადიოსპექტაკლი "შავი სიის კავალრები"; ამავე ნაწარმოების მიხედვით რეჟიოსრმა ნუგზარ ლორთქიფანიძემ 2002 წელს ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში დადგა სპექტაკლი. ქართულად თარგმნილი აქვს სერგეი დოვლატოვის, ჩარლზ ბუკოვსკის და კვენტინ ტარანტინოს ნაწარმოებები.