Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

გენადი ბურჭულაძე
ენათმეცნიერი
დაბადების თარიღი 1940

 (1940-2006) - ენათმეცნიერი

1968 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი.

სამეცნიერო მოღვაწეობას ეწეოდა არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტში, პედაგოგიურს ცხინვალის პედაგოგიური ინსტიტუტის (ქალაქი გორი) ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრაზე. მისი ძირითადი შრომები ეხება ლაკურ–დარგუულ და ხუნძურ–ანდიურ–დიდოურ ენათა ისტორიულ ფონეტიკას, მორფოლოგიასა და ლექსიკას. ქართული გრამატიკის საკითხებს ეძღვნება: "ინტერესის მიცემითის შესახებ ქართულში" (1978), "ერთგვარშემასმენლიანი შერწყმული წინადადების შესახებ ქართულში" (1978), და სხვ. მისი საგანგებო კვლევების საგანია იბერიულ–კავკასიურ ენათა საერთო ლექსიკა, როგორც ამ ენათა შორის რეგულარული სახის კანონზომიერი ბგერათშესატყვისობების დადგენის ერთადერთი წყარო. ქართველური და მთის იბერიულ–კავკასიურ ენათა სპეციალისტი. გამოქვეყნებული აქვს 350-მდე ნაშრომი, მათ შორის სამი მონოგრაფია. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1982), პროფესორი (1987).

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "სახელთა ბრუნვა ლაკურ ენაში", დაიცვა 1970 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა – "პიროვანი უღვლილების ჩამოყალიბება ლაკურ ენაში", დაიცვა 1981 წელს.

2000 წლიდან ღირსების ორდენის კავალერია, 2005 წელ მიიღო არნოლდ ჩიქობავას სახელობის პრემია.

შრომები:

  • ლაკური ზმნა: დრო-კილოთა სისტემა, თბ.: მეცნიერება, 1987.

ბიბლიოგრაფია

თარიღი: 09/12/2021
კატეგორია: ენათმეცნიერი