Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

დავით ბარბაქაძე
მთარგმნელი
დაბადების თარიღი 1966

1991 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის ფაკულტეტი.

1990 წლიდან თბილისის სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში კითხულობდა ფილოსოფიის შესავლის, ფილოსოფიის ისტორიის, რელიგიის ფილოსოფიის, ესთეტიკის, ლოგიკის აკადემიურ კურსებს. 1992-1994 წლებში სწავლობდა ასპირანტურაში (თსუ-ის სოციოლოგიის კათედრაზე), რომელიც ნებაყოფლობით მიატოვა. 1991 წელს დააარსა სალიტერატურო ვიდეო-ჟურნალი,"დათო ბარბაქაძის ჟურნალის" სახელწოდებით, რომელიც პერიოდულად პრეზენტირდებოდა თსუ-ში 1994 წლამდე (პრეზენტირდა ექვსი კომპლექსური და ამდენივე პერსონალური ნომერი). 1994 წელს დააარსა სალიტერატურო ჟურნალი "პოლილოგი" (გამოიცა ოთხი ნომერი). 1996 წელს დააარსა სალიტერატურო ჟურნალ-გაზეთი "±ლიტერატურა" (გამოიცა ოთხი ნომერი). 2001-2004 წლებში, როგორც თავისუფალი ლიტერატორი, ცხოვრობდა გერმანიასა და ავსტრიაში. 2005-2008 წლებში იყო სსიპ "ირმის ნახტომის" არასაგნობრივი პროექტების კოორდინატორი. 2014 წლიდან არის თბილისის აპ. ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის მიწვეული პედაგოგი და უძღვება აკადემიურ კურსებს: "პოეზია და ფილოსოფია", "ხელოვნების ფილოსოფია და ხელოვნების სოციოლოგია გერმანიაში", "ევროპული რომანტიზმი", "ევროპული ლიტერატურული ავანგარდი" და სხვ. ქართულ ენაზე თარგმნის გერმანულენოვან პოეზიას. არის ევროპელ მწერალთა გაერთიანებისა და ავსტრიის პენ-კლუბის, ასევე რამდენიმე საერთაშორისო საზოგადოებისა და რედკოლეგიის წევრი. საქართველოს ფარგლებს გარეთ მიღებული აქვს არაერთი ლიტერატურული პრემია და სტიპენდია. მისი ორიგინალური და მთარგმნელობითი შემოქმედება თავმოყრილია 2014 წელს დასტამბულ მრავალტომეულში სახელწოდებით "შედეგები".

ბიბლიოგრაფია

თარიღი: 08/11/2021
კატეგორია: მთარგმნელი