ნოდარ თოფურია
ეკონომისტი
დაბადების თარიღი 1929
1952 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი.
მუშაობდა დაღესტანსა და გალის რაიონში სახელმწიფო დაწესებულებებში სხვადასხვა ხელმძღვანელ თანამდებობაზე; 1964–1969 წლებში იყო უფროსი მეცნიერი თანამშრომელი საქართველოს სახელმწიფო საგეგმო კომიტეტთან არსებულ სახალხო მეურნეობის ეკონომიკისა და დაგეგმვის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში; 1978–
1985 წლიდან არის საქართველოს დამსახურებული ეკონომისტი.
1986 წლებში საქ. სსრ მინისტრთა საბჭოს სახელმწიფო საგეგმო კომიტეტის კვების მრეწველობის განყოფილების უფროსი;
1969–1996 წლებში პარალელურად ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტიკური ეკონიკის კათედრაზე;
აქტიურად თანამშრომლობდა ჟურნალ "ეკონომიკის" რედაქციასთან;
1992 წელს დააარსა სოფელ განათლებისკარის განათლებისა და კულტურული აღორძინების საქველმოქმედო ფონდი, რომელიც ფულადი პრემიით ყოველწლიურად აჯილდოებდა სოფლის საუკეთესო პედაგოგებსა და წარჩინებულ მოსწავლეებს; გარდაცვალების შემდეგ განათლებისკარის სკოლას მიენიჭა მისი სახელი;
მისი მეცნიერული კვლევის სფერო იყო საზოგადოებრივი წარმოების ეფექტიანობისა და ინტენსიფიკაციის, საქართველოს აგროსამრეწველო კომპლექსის ეკონომიკისა და მართვის ორგანიზაციის აქტუალური პრობლემები; არის მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.