ბერდია ბერიაშვილი
პოეტი
დაბადების თარიღი 1938
1957-1962 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე. მუშაობდა საქართველოს რადიოს კორესპონდენტად, გაზეთ "სოფლის ცხოვრების" ლიტერატურულ მუშაკად, განათლების მუშაკთა რესპუბლიკური სახლის ლიტერატურულ-შემოქმედებითი გაერთიანების ხელმძღვანელად. სიცოცხლის უკანასკნელ წლებში რედაქტორობდა მის მიერვე დაარსებულ გაზეთ "ცისარტყელას". ლიტერატურულ-შემოქმედებითი მუშაობა დაიწყო 1958 წლიდან, როდესაც ჟურნალ "ცისკარში" გამოქვეყნდა მისი პირველი ლექსი. ბერდია ბერიაშვილის ნაწარმოებები სისტემატურად ქვეყნდებოდა სალიტერატურო ჟურნალ-გაზეთებში.
მერცხალა ვარ ჭიკჭიკა: [ლექსები], თბ.: „ნაკადული“ 1968.
მზე შინა: [ლექსები], თბ.: „საბჭო.საქართველო“, 1976.
საფიცარი: [ლექსები], თბ.: „მერანი“, 1979.
სიკეთის მარცვალი: [ლექსები], თბ.: „მერანი“, 1973.
ღია ფანჯრიდან: [ლექსები], თბ.: საბჭ. საქართველო, 1983.
ჩემო ვენახო: [ლექსები}, თბ.: საბჭ. საქართველო, 1987.