თამაზ ჯოლოგუა
ფილოლოგი
დაბადების თარიღი 1954
1976 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1991 წლიდან დღემდე მუშაობს თბილის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჟურნალისტიკის, (2016 წლიდან - სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა) ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე. პარალელურად მუშაობს გამოცდების ეროვნული ცენტრის ქართული ენისა და ლიტერატურის ჯგუფის წევრად.
თამაზ ჯოლოგუას კვლევის ძირითადი სფეროები: მე-19 ს-ის ქართული ჟურნალისტიკა, ლიტერატურა, საზოგადოებრივი აზრის ისტორია.
თამაზ ჯოლოგუა ავტორია 70-მდე სამეცნიერო სტატიის, 3 მონოგრაფიისა და ერთი სახელმძღვანელოსი.
თამაზ ჯოლოგუა არის XIX საუკუნის საქართველოში სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწის, დიმიტრი ყიფიანის ერთ-ერთი ბიოგრაფი.
დაჯილდოვებულია დიმიტრი ყიფიანის სახელობის მედლითა და პრემიით.
დიმიტრი ყიფიანი (1830-1860), თბ.: თსუ გამომცემლობა, 2002.
დიმიტრი ყიფიანის ორი საისტორიო თხზულება, თბ.: თსუ გამომცემლობა, 2016.
დიმიტრი ყიფიანის კულტურულ-საგანმანათლებლო, სალიტერატურო და ჟურნალისტური მოღვაწეობა, თბ.: 1999.
,,ტფილისის კერძო ბიბლიოთეკა’’ (მასალები 19 ს. ქართული საზოგადოებრივი აზრის ისტორიისათვის), თბ.: ნეკერი, 1997.
ქართული ჟურნალისტიკის ისტორია (19 საუკუნე), თბ.: არტანუჯი, 2013.