ნიკოლოზ ჯავახიშვილი
ისტორიკოსი
დაბადების თარიღი 1972
დაიბადა 1972 წლის 9 დეკემბერს, ქ, თელავში.
1995 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი.
1996-1998 წლებში იყო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო ისტორიის განყოფილების მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი.
1994 წლიდან მუშაობს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
1994-2006 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული სახელმწიფო და სახალხო დიპლომატიის ისტორიის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი, მეცნიერ-თანამშრომელი, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი.
1997 წლიდან კითხულობს ლექციებს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
1997 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: ,,ქართული ფალერისტიკა’’, ხოლო 2003 წელს სადოქტორო დისერტაცია თემაზე: ,,ქართული ბონისტიკა“.
2006 წლიდან არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის ახალი და უახლესი ისტორიის განყოფილების მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი.
2009 წლიდან ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტთან არსებული საქართველოს ისტორიის ინსტიტუტის ასოცირებული პროფესორია.
ავტორია 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა (მათ შორის 19 წიგნისა), რომლებიც გამოქვეყნებულია: ქართულ, ინგლისურ, გერმანულ, პოლონურ, ლატვიურ, რუსულ, სომხურ, თურქულ და არაბულ ენებზე:
- ქართული ფალერისტიკა: ჯილდოთმეცნიერება, თბილისი: 1995.
- ქართული ბონისტიკა: ქაღალდის საფასთმცოდნეობა, თბილისი: 1996.
- ქართველი მხედრები პოლონეთის დროშის ქვეშ:პოლონურ-ქართულ ურთიერთობათა ისტორიიდან, თბილისი: თსუ გამომცემლობა, 1998.
- ფული საქართველოში=Money in Georgia, თბილისი: საქ.ეროვნ.ბანკი, 2003.
- ნარკვევები ქართველი და ადიღელი ხალხების ურთიერთობების ისტორიიდან, თბილისი: 2005.
- Борьба за свободу Кавказа отношений: Из историй военно-политического сотрудничества грузин и северокавказцев в первой половине 20 века –Тбилиси, Изд-во Тбил. Ун-та, 2005.
- გრიგოლ პირველი-უკანასკნელი ქართველი მეფე, თბილისი: უნივერსალი, 2008.
- ნარკვევები ქართულ-ბალტიური ურთიერთობის ისტორიიდან=Essays from the history of Georgian-baltic relations, თბილისი: თსუ გამომცემლობა, 2011.