გია მეფარიშვილი
იურისტი
დაბადების თარიღი 1959
დაიბადა 1959 წელს, ბაღდათის რაიონში.
1983 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.
1987 წელს მეცნიერებათა აკადემიის სახელმწიფო სამართლის ინსტიტუტის ასპირანტურა.
1988 წელს დაიცვა დისერტაცია თემაზე: ,,პირადი ცხოვრების საიდუმლოებათა დაცვა სისხლის სამართლის პროცესში". ამავე წლიდან მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკისა და სამართლის უმცროს მეცნიერ-თანამშრომლად.
1988-2009 წლებში იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მასწავლებელი, დოცენტი, ასოცირებული პროფესორი.
2011 წლიდან კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის სისხლის სამართლის მიმართულების სრული პროფესორი.
გამოქვეყნებული აქვს 50-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი სისხლის სამართლის პროცესის და იუსტიციის ორგანიზაციის პრობლემებზე (ქართულ, რუსულ, ჩეხურ და ინგლისურ ენებზე). მათ შორის, ორი მონოგრაფია.
ცხოვრება და კანონი, თბილისი.: სამართალი, 2008
სამართლის პუბლიცისტიკა, თბილისი.: უნივერსალი, 2014.