თამაზ თადუმაძე
მათემატიკოსი
დაბადების თარიღი 1947
დაიბადა 1947 წლის 6 დეკემბერს, სამტრედიის რაიონში.
1970 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
1985 წლიდან არის ფიზიკა-მათმეატიკის მეცნიერებათა დოქტორი, 1996 წლიდან პროფესორი.
1973–2006 წლებში მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტში.
1992 წლიდან არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი.
თამაზ თადუმაძის სამეცნიერო კვლევების მიმართულებებია:
ოპტიმალურობის აუცილებელი პირობები, არსებობის თეორემები, მიახლოებითი მეთოდები ფუნქციონალურ-დიფერენციალური განტოლებების შემცველი ოპტიმალური მართვის ამოცანებისათვის; კოშის ამოცანის კორექტულობა, ამონახსნის ვარიაციის ფორმულები და შებრუნებული ამოცანები ფუნქციონალურ-დიფერენციალური განტოლებებისათვის.
თამაზ თადუმაძე ავტორია რამდენიმე წიგნის, მათ შორის ცნობილია:
უმაღლესი მათემატიკა= Advanced mathematics: ლექციების კურსი ქიმიის, ბიოლოგიისა და სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა მიმართულების სტუდენტებისათვის , ნაწ. 2 : დიფერენციალური მოდელები. - თბილისი: თსუ გამომცემლობა, 2009.