ზურაბ სეფერთელაძე
გეოგრაფი
დაბადების თარიღი 1949
დაიბადა 1949 წლის 2 თებერვალს. 1971 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი ფიზიკური გეოგრაფიის სპეციალობით.
1972-1976 წლებში ამავე უნივერსიტეტის ასპირანტურა.
1974-1985 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უფროსი მასწავლებელი.
1984 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია, ხოლო 1993 წელს - სადოქტორო დისერტაცია.
1985-1994 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოცენტი, 1994-1996 წლებში პროფესორი.
1996-2006 წლებში ფიზიკური გეოგრაფიის კათედრის გამგე.
არის მრავალი სამეცნიერო ნაშრომის და სახელმძღვანელოს ავტორი:
- მსოფლიოს ფიზიკური გეოგრაფია: კონტინენტები და ოკეანეები: [სახელმძღვანელო}, თბილისი: თსუ გამომცემლობა, 2013.
- გეოგრაფია კოლეგებისათვის: {სახელმძღვანელო}, თბილისი: თსუ გამომცემლობა, 2013.
- ბუნებათსარგებლობის გეოგრაფია: {სახელმძღვანელო}, თბილისი: თსუ გამომცემლობა, 2011.
- ფიზიკურ-გეოგრაფიული დარაიონება და ლანდშაფტურ-ეკოლოგიური პრობლემები, თბილისი: თსუ გამომცემლობა, 2009.
- ფიზიკურ-გეოგრაფიული დარაიონება, თბილისი: თსუ გამომცემლობა, 1989.