ლია მაჭავარიანი
გეოგრაფი, ისტორიკოსი
დაბადების თარიღი 1960
დაიბადა 1960 წლის 6 თებერვალს ქ. თბილისში.
1982 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი ნიადაგთმცოდნეობის სპეციალობით.
1982-1990 წლებში მუშაობდა ხმელეთის ჰიდროლოგიისა და ნიადაგთმცოდნეობის კათედრის ლაბორანტად.
1989 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: ,,საქართველოს სუბტროპიკული ეწერი ნიადაგების მიკრომორფოლოგია და მიკროქიმია’’.
1990 წლიდან იმავე კათედრის მასწავლებელია, ხოლო 1992 წლიდან კათედრის დოცენტი.
2003-2005 წლებში იყო ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოადგილე;
2007-2011 წლებში ამავე ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვისა და სამეცნიერო კვლევების სამსახურის უფროსი სპეციალისტი;
2006-2012 წლებში ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, 2012 წლიდან პროფესორი.
გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო, სამეცნიერო-პოპულარული და სასწავლო-მეთოდური ნაშრომები.
2006 წლიდან არის გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორი.
არის მრავალი სამეცნიერო სტატიის ავტორი, სასწავლო სახელმძღვანელოების თანაავტორი:
ნიადაგების კლასიფიკაცია: სახელმძღვანელო (რედაქტ.),-თბილისი: თსუ გამომცემლობა, 2003.
სახალისო გეოგრაფია(სად? როგორ? რატომ?): საკითხავი წიგნი გეოგრაფიაში: ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის მოსწავლეებისათვის, თბილისი: ცისარტყელა, 2004.
ნიადაგების გეოგრაფია ნიადაგმცოდნეობის საფუძვლებით: სახელმძღვანელო (რედაქტორი), თბილისი: თსუ გამომცემლობა, 2011.
ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების ლანდშაფტური დაგეგმარება(თანაავტორი), თბ.: უნივერსალი, 2012.
ბუნება (თანაავტორი).-თბილისი: პალიტრა L, 2013.
გამოყენებითი ეკოლოგიის საფუძვლები: სახელმძღვანელო, თბილისი: თსუ გამომცემლობა, 2013.