Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

დავით მუმლაძე
იურისტი
დაბადების თარიღი 1954

დაიბადა 1954 წლის 24 აგვისტოს. 1986 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 1989 წელს ასპირანტურა.

1989 წლიდან კითხულობდა ლექციებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სისხლის სამართლის სპეციალობით. გამოქვეყნებული აქვს ნაშრომები კრიმინოლოგიის აქტუალურ საკითხებზე.

1990 წელს დაიცვა დისერტაცია თემაზე: ,,მიზეზობრიობის პრობლემის ევოლუცია კრიმინოლოგიაში“.

1991-1996 წლებში მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს და სახელმწიფო უშიშროების სისტემაში იურიდიული სამსახურის უფროსად.

 1996-1997 წლებში იყო  საქართველოს პარლამენტის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი.

2000-2001 წლებში შემოსავლების მინისტრის პირველი მოადგილე.

2003-2004 წლებში საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებული იმერეთში.

 2004 წელს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე.

 2012-2013წწ. საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი.

თარიღი: 19/03/2021
კატეგორია: იურისტი