Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

გივი ბერიკელაშვილი
მათემატიკოსი
დაბადების თარიღი 1948
1965 - 1970 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე. 1971-1974 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ანდრია რაზმაძის მათემატიკის ინსტიტუტის გამოთვლითი მათემატიკის ასპირანტი. 1986 წლიდან საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი და ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი, 2004 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია და გახდა ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი. გივი ბერიკელაშვილს არაერთ სამეცნიერო პროექტში აქვს მონაწილეობა მიღებული. მათ შორის აღსანიშნავია: ,,პროექციული და სასრულ სხვაობიანი მეთოდები’’ (2001 წ), ,,პროექციულ-იტერაციული და სასრულ სხვაობიანი მეთოდები’’ (2003 წ), ,,პროექციული და სასრულ სხვაობიანი მეთოდების მდგრადობა და კრებადობა სინგულარული ინტეგრალური განტოლებებისა და ელიფსური სასაზღვრო ამოცანებისათვის’’ (2004 წ), ,,მახასიათებელი ამოცანები არაწრფივ ჰიპერბოლურ განტოლებათა ზოგიერთი კლასისათვის’’ (2006-2008 წლები), ,,კრებადობის შეთანხმებული შეფასებები მაღალი რიგის სხვაობებით დაზუსტების მეთოდში’’ (2013 წელი). გივი ბერიკელაშვილს მონაწილეობა აქვს მიღებული შემდეგ სამეცნიერო ფორუმებსა და კონფერენციებში: ,,ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტის სემინარის XXVIII გაფართოებული სხდომები მაღალი რიგის სხვაობებით დაზუსტების მეთოდი ცვალებად კოეფიციენტებიანი ელიფსური განტოლებებისათვის’’ (2004 წელი), ,,საქართველოს მათემატიკოსთა კავშირის მეორე საერთაშორისო კონფერენცია მოდიფიცირებული ტოლი სიგანის ტალღის განტოლების სასრულსხვაობიანი ამონახსნი’’ (2011 წელი), ,,საქართველოს მათემატიკოსთა კავშირის III საერთაშორისო კონფერენცია’’ (2012 წელი), საქართველოს მათემატიკოსთა კავშირის V საერთაშორისო კონფერენცია’’ (2014 წელი). 2013 წლიდან დღემდე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სრული პროფესორია, ხოლო 2014 წლიდან საზოგადოება - ,,American Mathematical Society’’-ის სრულუფლებიანი წევრი.
თარიღი: 05/03/2020