Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თამაზ ბაძაღუა
პოეტი
დაბადების თარიღი 1959

1980 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიური ფაკულტეტი. პირველი სამეცნიერო ნაშრომი I კურსის სტუდენტმა წარმოადგინა სტუდენტთა 38 სამეცნიერო კონფერენციაზე „პერსონოლოგიური ანალოგია“. II კურსის სტუდენტმა 1977 წელს ისევ სტუდენტთა 39-ე სამეცნიერო კონფერენციაზე წაიკითხა ნაშრომი: „მისტიკური სილამაზის გამოსახვა იოანე მტბევარის საგალობლებში“. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ დაწერა სადიპლომო ნაშრომი ოთარ ჭილაძის რომანზე „გზაზე ერთი კაცი მიდიოდა“, ამავე წელს დაიწყო მუშაობა მხატვრული თარგმანის მთავარ სარედაქციო კოლეგიაში. 1982 წელს გამოსცა პირველი წიგნი „მესამე ზარი“. ამავე წელს “ცისკრის ბიბლიოთეკის” 3-4 ნომერში გამოქვეყნდა მისი მოთხრობა “დღე”. თარგმნილი აქვს პიერ პაოლო პაზოლინის, მიქელანჯელო ბუონაროტის, გიიომ აპოლინერის, რაინერ მარია რილკეს ლექსები. 1985 წელს გამოვიდა მის მიერ თარგმნილი ჯაკომო ლეოპარდის ლექსები. თამაზ ბაძაღუა მუშაობდა დრამატურგიაშიც. ის იყო ახალგაზრდა დრამატურგთა ბიჭვინთის სემინარის უცვლელი წევრი. მისი პიესები იდგმებოდა რუსთავის, თბილისის სანდრო ახმეტელის სახელობის, ერთი მსახიობის თეატრებში. მისი პირველი პიესები იყო: “იფიგენია” ხოლო ბოლო“ და ღამე და თუთიყუში”. 2001 წელს ერთი მსახიობის თეატრში დაიდგა მისი პიესა “ღამე და თუთიყუში”. მისი პიესები “რექვიემი ვერცხლის ქორწილისათვის”, “ღუზა ჩაუშვი, ანგელოზო”, “ძველი როიალი” წარმატებით იდგმებოდასხვადასხვა თეატრების სცენაზე.

შრომები:

  • 6 პიესა/ რედაქტორი: ირაკლი სამსონაძე-თბილისი: ინტელექტი, 2013

ბიბლიოგრაფია

თარიღი: 05/03/2020
კატეგორია: პოეტი