ემზარ კვიტაიშვილი
პოეტი
დაბადების თარიღი 1935
1959 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. მისი პირველი ლექსები დაიბეჭდა 1957 წელს "ცისკარსა" და "პირველ სხივში". 1963 წელს გამოქვეყნდა მისი პირველი კრებული - "გზაში ნათქვამი სიმღერა". 1956-1960 წლებში მუშაობდა საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის გამომცემლობის კადრების უფროს ინსპექტორად, 1960-1961 წლებში ამავე გამომცემლობის რედაქტორად, 1963 წლიდან ჟურნალ "ცისკარის" ლიტერატურული მუშაკი იყო, ხოლო შემდეგ შოთა რუსთაველის ლიტერატურის ინსტიტუტის ახალი ქართული ლიტერატურის განყოფილების მეცნიერ-მუშაკი.
შრომები
- აკაკი წერეთელი, თბ., 1990 (საქ. საზ-ბა „ცოდნა“ ლექტორის დასახმარებლად. 1-2).
- ახალი წელი ტყეში. თბ., ნაკადული, 1989.
- გადარჩენილი სალამური (კრებული) თბ., „საბჭ. საქართველო“, 1974.
- გაზაფხულის ვნებანი (ლექსების კრებული) თბ., „მერანი“, 1980.
- გახსენება. (ლექსები) თბ., „მერანი“, 1971.
- დამდგარა შემოდგომა. ლექსები. თბ., საბჭ. საქართველო, 1984.
- ვაჟა-ფშაველას რითმა. თბილისი, „საბჭოთა საქართველო“, 1971.
- სიზმა ვნახე... (ლექსების კრებული) თბ., „საბჭოთა საქართველო“, 1986.
- შაირია ამად კარგი. თბ., „საბჭოთა საქართველო“, 1981.
- შემოდგომა დამდგარა: ლექსები. თბ., საბჭ. საქართველო. 1984.
- ცის ქალაქი: ლექსები. თბ., მერანი, 1987.
- ჭადარი შუა ქუჩაში: ლექსები, თბ., მერანი, 1985.
- ხე ცხოვრებისა, ლექსები. თბ., „მერანი“, 1976.
ბიბლიოგრაფია