გიორგი არსენიშვილი
მათემატიკოსი
დაბადების თარიღი 1942
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მათემატიკის ფაკულტეტი. იყო ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, 54 სამეცნიერო ნაშრომისა და სახელმძღვანელოების ავტორი. 1969-1971წწ. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოყენებითი ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1971-1977წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მათემატიკის ინსტიტუტის ფაკულტეტის დოცენტი; 1973-1974წწ. გაიარა სამეცნიერო სტაჟირება ჰაიდელბერგის უნივერსიტეტში; 1977-1982წწ. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოყენებითი მათემატიკის ფაკულტეტის დეკანი; 1981-1997წწ. მის მიერ დაარსებული მათემატიკური მეთოდების გამოყენების კათედრის გამგე; 1995-2000წწ. საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებული კახეთში; 2000-2001წწ. საქართველოს სახელმწიფო მინისტრი; 2001-2004წწ. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ავსტრიაში, უნგრეთში, სლოვენიაში, სლოვაკიაში, ჩეხეთში; გ. არსენიშვილი იყო სხვადასხვა ორგანიზაციის და ასოციაციის საპატიო წევრი. გარდაიცვალა 2010 წლის 17 ნოემბერს, დაკრძალულია საბურთალოს სასაფლაოზე.
შრომები
- მასობრივი მომსახურების თეორია: ლექციათა კურსი. მექანიკა-მათემატიკის, კიბერნეტიკისა და გამოყენებითი მათემატიკის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის. თბ.: თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა. 1984.
- ეკონომიკური გეოგრაფიის მათემატიკური მეთოდები: (ალბათობის თეორიისა და მათემატიკური სტატისტიკის ელემენტებით). თბ.: თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, 1983.
- საკონკურსო ამოცანები მათემატიკაში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შემსვლელთათვის. არსენიშვილი გ., ჭილაშვილი გ. თბ.: თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა. 1990.