Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
დადგენილება
თარიღი
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორისა და ასისტენტ-პროფესორთა აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო  და საკონკურსო-სააპელაციო კომისიების შემადგენლობების დამტკიცების შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მეორე პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ც“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ1“ ქვეპუნქტის, „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის №118/2014 დადგენილების, თსუ-ს რექტორის 17.12.2015, №226/01-01 და 17.12.2015, №227/01-01 ბრძანებებისა და თსუ-ს  სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის 02.02.2016, №2776/02  წერილის საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის პროფესორისა და ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

 

ა) ზურაბ დავითაშვილი - თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) თორნიკე თურმანიძე - თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
გ) ფიქრია ასანიშვილი - თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი (კომისიის მდივანი);
დ) ალექსანდრე კუხიანიძე - თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი;
ე) კორნელი კაკაჩია - თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი.

 

2. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის პროფესორისა და ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი კონკურსის საკონკურსო-სააპელაციო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

 

ა) ვალერიან მელიქიძე - თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) გიორგი გოგსაძე - თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
გ) ნანა მაჭარაშვილი - თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი (კომისიის მდივანი).

 

3. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ინტერდისციპლინური კვლევების დეპარტამენტის (სოციალური და კულტურული კვლევები) ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

 

ა) რევაზ ჯორბენაძე - თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) ნინო დურგლიშვილი - თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
გ) ხათუნა მაისაშვილი - თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი (კომისიის მდივანი);
დ) ამირან ბერძენიშვილი - თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი;
ე)  ლია წულაძე - თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი.

 

4. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ინტერდისციპლინური კვლევების დეპარტამენტის (სოციალური და კულტურული კვლევები) ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად შესარჩევი კონკურსის საკონკურსო-სააპელაციო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

 

ა) მარინა ბურძენიძე - თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) ნოდარ ბელქანია - თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
გ) მანანა შამილიშვილი - თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი (კომისიის მდივანი).

 

5. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ს კანცელარიას.
6. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
7. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6).
8. დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 


რექტორი, პროფესორი                                                                                              აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარეა

სრულად

დადგენილება N: 9/2016

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობაზე კანდიდატის  შერჩევის  შესახებ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და თსუ-ს აკადემიური საბჭოს 2016 წლის 27 იანვრის №3 სხდომის ოქმის საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობაზე შერჩეულ იქნეს იოსებ არჩვაძის კანდიდატურა.


2. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის კანდიდატურა დასამტკიცებლად წარედგინოს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობით საბჭოს.
3.  დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
4. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
5. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6).
6.  დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით. 

 

რექტორი, პროფესორი                                                                    აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე  

სრულად

დადგენილება N: 8/2016

თსუ-ს პროფესორის იაშა მესხიას მიერ აკადემიური ეთიკის დარღვევის შესახებ შემოსულ განცხადებასთან დაკავშირებით ჩატარებული წარმოების შედეგების საფუძველზე გადაწყვეტილების მიღების თაობაზე 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-5 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-7 მუხლის პირველი პუნქტის, ,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური ეთიკისა და სამსახურებრივი საქმიანობის ფარგლებში სამეცნიერო-საგანმანათლებლო ფუნქციის განმახორციელებელი პერსონალის სამსახურებრივი პასუხისმგებლობის შესახებ დებულების მიღების თაობაზე“ სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 19 მაისის №46 დადგენილებით მიღებული და უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს 2014 წლის 26 ივნისის №3 სხდომის ოქმით დამტკიცებული ,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური ეთიკისა და სამსახურებრივი საქმიანობის ფარგლებში სამეცნიერო-საგანმანათლებლო ფუნქციის განმახორციელებელი პერსონალის სამსახურებრივი პასუხისმგებლობის შესახებ“ დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის, მე-2 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის, მე-6 პუნქტის, თსუ-ს რექტორის 2014 წლის 16 ოქტომბრის №189/01-01 და 2014 წლის 5 დეკემბრის №212/01-01 ბრძანებებით შექმნილი აკადემიური ეთიკის დარღვევის დამდგენი კომისიის 09.06.2015, №18775/02 წერილით წარმოდგენილი დასკვნის, თსუ-ს იურიდიული დეპარტამენტისა და სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის 15.01.2016, №1160/02 წერილისა და აკადემიური საბჭოს 2016 წლის 18 იანვრის №1 სხდომის ოქმის საფუძველზე, 

 

აკადემიური საბჭო ადგენს: 

 

1.  მიღებულ იქნას დარღვევის არ არსებობის თაობაზე რექტორის 2014 წლის 16 ოქტომბრის №189/01-01 და 2014 წლის 5 დეკემბრის №212/01-01 ბრძანებებით შექმნილი აკადემიური ეთიკის დარღვევის დამდგენი კომისიის დასკვნა ინფორმაციის სახით (ცნობად).


2. განმცხადებლის (ლალი ხიხაძე) მიერ მცდარი მოსაზრებების წარმოდგენის თაობაზე ინფორმაცია გამოსაქვეყნებლად გადაეცეს გაზეთ ,,თბილისის უნივერსიტეტს“.


3. წინამდებარე დადგენილება ძალაში შედის გამოცემისთანავე და შესაძლებელია გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კილომეტრი, №6.

 


რექტორი, პროფესორი                                                                               აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე

სრულად

დადგენილება N: 7/2016

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2015 წლის 26 ოქტომბრის №111/2015 დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმის  დამტკიცებაზე უარის თქმის  შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ს“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ც“ ქვეპუნქტის, „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის №118/2014 დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული დანართი №1-ს მე-8 მუხლის მე-13 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ს“ ქვეპუნქტის, თსუ-ს რექტორის 2015  წლის 11 სექტემბრის №157/01-01 ბრძანების, სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად შექმნილი შესარჩევი საკონკურსო კომისიის (აკადემიური საბჭოს 2015 წლის 26 ოქტომბრის №111/2015 დადგენილების პირველი პუნქტი) გადაწყვეტილების (წერილი: 06.11.2015, №41479/02), საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 96-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული მოთხოვნების დარღვევების გათვალისწინებითა (რაც  დადასტურებულია როგორც საქმის მასალებით, ასევე თსუ-ს იურიდიული დეპარტამენტის 15.01.2016, №1159/02 წერილით) და თსუ-ს აკადემიური საბჭოს 2016 წლის 18 იანვრის №1 სხდომის ოქმის  საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. უარი ეთქვას საკონკურსო კომისიას მის მიერ წარმოდგენილი შემაჯამებელი ოქმის დამტკიცებაზე კონკურსის მიმდინარეობის სხვადასხვა ეტაპზე აღმოჩენილი პროცედურული დარღვევების გამო.


2. დაევალოს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტს  იმსჯელოს კონკურსის თავიდან გამოცხადების საკითხზე და განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები.


3.  დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ს კანცელარიას.
4.  დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს თსუ-ს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
5. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6).
6.  დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 


რექტორი, პროფესორი                                                                                            აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე

სრულად

დადგენილება N: 6/2016

ჩარიტა ჯაშისათვის ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედლის მინიჭების შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ძ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ5“ ქვეპუნქტის, „ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედლის მინიჭების პირობებისა და წესის დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 აპრილის №38/2014 დადგენილებისა და თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის 15.01.2016, №1018/02 წერილის საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ხანგრძლივი და ნაყოფიერი სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობისათვის ასოცირებულ პროფესორ ჩარიტა ჯაშს მიენიჭოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედალი.


2. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6).
4. დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

რექტორი, პროფესორი                                                          აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა  
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე                         

სრულად

დადგენილება N: 5/2016

იური ანანიაშვილისათვის ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედლის მინიჭების შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ძ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ5“ ქვეპუნქტის, „ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედლის მინიჭების პირობებისა და წესის დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 აპრილის №38/2014 დადგენილებისა და თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის 15.01.2016, №1017/02 წერილის საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ხანგრძლივი და ნაყოფიერი სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობისათვის პროფესორ იური ანანიაშვილს მიენიჭოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედალი.


2. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6).
4. დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

 

რექტორი, პროფესორი                                                                  აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა  
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე        

სრულად

დადგენილება N: 4/2016

„ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე სრულ, ასოცირებულ და ასისტენტ-პროფესორთა აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის შესახებ” აკადემიური საბჭოს 2012 წლის 10 აგვისტოს №71/2012 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 63-ე მუხლის, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ს“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ც“ ქვეპუნქტის, „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის №118/2014 დადგენილების, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ს“ ქვეპუნქტის, თსუ-ს რექტორის  2015 წლის 18 სექტემბრის №169/01-01 ბრძანებისა და სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად შექმნილი შესარჩევი საკონკურსო კომისიის (აკადემიური საბჭოს 2015 წლის 14 დეკემბრის №126/2015 დადგენილება) გადაწყვეტილების (წერილი: 08.01.2016, №283/02) საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. დამტკიცდეს საკონკურსო კომისიის მიერ წარმოდგენილი გადაწყვეტილება და „ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე სრულ, ასოცირებულ და ასისტენტ-პროფესორთა აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის შესახებ” აკადემიური საბჭოს 2012 წლის 10 აგვისტოს №71/2012  დადგენილების IV ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“ ქვეპუნქტი:

 

„ბ1) ზურაბ ჩხაიძე - ასოცირებული პროფესორი;“

 

2. ამოღებულ იქნეს „ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე სრულ, ასოცირებულ და ასისტენტ-პროფესორთა აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის შესახებ” აკადემიური საბჭოს 2012 წლის 10 აგვისტოს №71/2012 დადგენილების IV ნაწილის  „გ“ ქვეპუნქტი.
3. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ს კანცელარიას.
4. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს თსუ-ს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
5. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6).
6. დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 


რექტორი, პროფესორი                                                               აკადემიკოსი ვლადიმერ  პაპავა 
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე                              

სრულად

დადგენილება N: 3/2016

გიორგი ჯაფარიძისათვის ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედლის მინიჭების შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ძ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ5“ ქვეპუნქტის, „ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედლის მინიჭების პირობებისა და წესის დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 აპრილის №38/2014 დადგენილებისა და თსუ-ს რექტორის წარდგინების საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. კონდენსირებული გარემოს თეორიული ფიზიკის დარგის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტის კონდენსირებული გარემოს ფიზიკის განყოფილების გამგეს, აკადემიკოს გიორგი ჯაფარიძეს მიენიჭოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედალი.


2. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).
4. დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

რექტორი, პროფესორი                                                                            აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე  

სრულად

დადგენილება N: 2/2016

დავით ჩომახიძისათვის ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედლის მინიჭების შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ძ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ5“ ქვეპუნქტის, „ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედლის მინიჭების პირობებისა და წესის დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 აპრილის №38/2014 დადგენილებისა და თსუ-ს რექტორის წარდგინების საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმართ გაწეული განსაკუთრებული დამსახურებისათვის ბატონ დავით ჩომახიძეს მიენიჭოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედალი.


2. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).
4. დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 


რექტორი, პროფესორი                                                                                  აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე  

 

სრულად

დადგენილება N: 1/2016

 სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს  2014 წლის 14 ივლისის №71/2014  და 2015 წლის 14 სექტემბრის №95/2015 დადგენილებების მოქმედების შეჩერების შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის წ6 ქვეპუნქტის, 371 მუხლის მე-3 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „წ“ ქვეპუნქტის, თსუ-ს სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტისა და იურიდიული დეპარტამენტის №48032/02, 25.12.2015 წერილის საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებების გათვალისწინებით შეჩერდეს აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №71/2014 და 2015 წლის 14 სექტემბრის №95/2015 დადგენილებების მოქმედება ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოსტდოქტორანტურის დებულების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2013 წლის 18 ნოემბრის №128/2013 დადგენილების კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით მასში ცვლილებების განხორციელებამდე.


2. ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოსტდოქტორანტურის დებულების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2013 წლის 18 ნოემბრის №128/2013 დადგენილების მოქმედება განისაზღვროს იმ ნაწილში, რომელიც შესაბამისობაშია მოქმედ კანონმდებლობასთან.


3. განხორციელდეს ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოსტდოქტორანტურის დებულების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2013 წლის 18 ნოემბრის №128/2013 დადგენილების კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა.  
 

4. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ს კანცელარიას.
5. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს თსუ -ს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
6. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6).
7. დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

 

რექტორი, პროფესორი                                                  აკადემიკოსი   ვლადიმერ  პაპავა

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე  

სრულად

დადგენილება N: 138/2015

„საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის №49022/02, 25.12.2015 წერილის საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. შევიდეს ცვლილებები „საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილების II ნაწილის შემდეგ დანართებში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


ა) II ნაწილის “ა“ პუნქტის 34-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „ჟურნალისტიკა და მასობრივი კომუნიკაცია (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)“ (დანართი 34);
ბ) II ნაწილის „ა“ პუნქტის 35-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „ჟურნალისტიკა და მასობრივი კომუნიკაცია (ქართულ-რუსულენოვანი)“ (დანართი 35);
გ) II ნაწილის „ა“ პუნქტის 36-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა  „პოლიტიკის მეცნიერება (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)“ (დანართი 36);
დ) II ნაწილის „ა“ პუნქტის 37-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა  „სოციოლოგია (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)“ (დანართი 37);
ე) II ნაწილის „ა“ პუნქტის 38-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა  „სოციალური მუშაობა (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)“ (დანართი 38);
ვ) II ნაწილის „ა“ პუნქტის მე-40 ქვეპუნქტით დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა  „საზოგადოებრივი გეოგრაფია (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)“ (დანართი 40);
ზ) II ნაწილის „ა“ პუნქტის 41-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა  „საერთაშორისო ურთიერთობები “ (დანართი 41);
თ) II ნაწილის “გ“ პუნქტის 45-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „მასობრივი კომუნიკაციის და მედიის კვლევები“ (დანართი 45);
ი) II ნაწილის “გ“ პუნქტის 56-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „ევრაზიისა და კავკასიის კვლევები“ (დანართი 56);
კ) II ნაწილის “გ“ პუნქტის 62-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „საზოგადოებრივი გეოგრაფია“ (დანართი 62);
ლ) II ნაწილის “გ“ პუნქტის 665 ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა “კულტურის და მედიის სოციოლოგია” (დანართი 251);
მ) II ნაწილის “გ“ პუნქტის 666 ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „კონფლიქტების ანალიზი და მართვა“ (დანართი 256);
ნ) II ნაწილის “დ“ პუნქტის 762 ქვეპუნქტით დამტკიცებული სადოქტორო პროგრამა  „საერთაშორისო ურთიერთობები“ (დანართი 199).

 

2. „საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილების II  ნაწილის  “დ“ პუნქტს დაემატოს 769  და 7610 ქვეპუნქტები და ჩამოყალიბდეს  შემდეგი შინაარსით:


“769.     დემოგრაფია (დანართი 268);
 7610. . ორგანიზაციის განვითარება და კონსულტირება (დანართი 269);”

 

3. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.
4. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს თსუ-ს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
5. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6).
6. დადგენილება ძალაში შევიდეს საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

 

რექტორი, პროფესორი                                                                                 აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე  

სრულად

დადგენილება N: 137/2015

სტენლი მალოისათვის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდების მინიჭების შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ჩ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ“ ქვეპუნქტისა და თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის 25.12.2015, №49055/02 წერილის საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:


1. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციაში შეტანილი წვლილისათვის სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერების ფაკულტეტის დეკანს, პროფესორ სტენლი მალოის მიენიჭოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება.


2. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6).
4. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

 

რექტორი, პროფესორი                                                                                 აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე

სრულად

დადგენილება N: 136/2015

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე საგანმანათლებლო ერთეულის  -  სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიისა და ბიზნეს ინკუბატორის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“  მე-8 მუხლის პირველი პუნქტის “უ“ და „ღ“  ქვეპუნქტების, მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჩ“ და „წ“ ქვეპუნქტებისა და №49199/02, 28.12.2015  წერილის  საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:


1. შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე საგანმანათლებლო ერთეული - სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია და ბიზნეს ინკუბატორი.


2. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტის დამხმარე საგანმანათლებლო ერთეულის - სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიისა და ბიზნეს ინკუბატორის დებულება (დანართი №1).


3. აღნიშნული გადაწყვეტილება დასამტკიცებლად წარედგინოს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობით საბჭოს.
4. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
5. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6).
6.  დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

 

რექტორი, პროფესორი                                                                         აკადემიკოსი   ვლადიმერ  პაპავა  
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე     

სრულად

დადგენილება N: 135/2015

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე სამეცნიერო ერთეულის - ცოდნის გადაცემისა და ინოვაციების ცენტრის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ  (კოდიფიცირებული)

ცვლილებები შეტანილია აკადემიური საბჭოს 
19.02.2018, №60/2018; 24.09.2018, №204/2018;

18.11.2019, №136/2019; 29.03.2021, №34/2021

ადგენილებებით 

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“  მე-8 მუხლის პირველი პუნქტის “უ“ და „ღ“  ქვეპუნქტების, მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჩ“ და „წ“ ქვეპუნქტებისა და №49199/02, 28.12.2015  წერილის  საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე სამეცნიერო ერთეული - ცოდნის გადაცემისა და ინოვაციების ცენტრი. (24.09.2018, №204/2018)


2. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე სამეცნიერო ერთეულის - ცოდნის გადაცემისა და ინოვაციების ცენტრის დებულება (დანართი №1). (19.02.2018, №60/2018) (24.09.2018, №204/2018) (18.11.2019, №136/2019) (29.03.2021, №34/2021)

 

3. აღნიშნული გადაწყვეტილება დასამტკიცებლად წარედგინოს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობით საბჭოს.
4. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
5. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6).
6. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

 

რექტორი, პროფესორი                                                                            აკადემიკოსი   ვლადიმერ  პაპავა  
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე     

სრულად

დადგენილება N: 135/2015

,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ” აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის №118/2014 დადგენილებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 59-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის, 29-ე მუხლის მე-4 პუნქტის,  უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „რ“ ქვეპუნქტისა და თსუ-ს იურიდიული დეპარტამენტის 17.12.2015, №46782/02 წერილის საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს: 

 

1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ” აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის №118/2014 დადგენილების პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებულ №1 დანართში და დანართის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

,,4.  უნივერსიტეტში ასისტენტის აკადემიურ თანამდებობაზე 4 (ოთხი) წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორანტი.“

 

2. აღნიშნული გადაწყვეტილება დასამტკიცებლად წარედგინოს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობით საბჭოს.
3. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
4. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
5.  წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6).
6.  წინამდებარე დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

                         

რექტორი, პროფესორი                                                                             აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა 
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე

სრულად

დადგენილება N: 134/2015

ვოლფგანგ იშინგერისათვის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდების მინიჭების შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ჩ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ“ ქვეპუნქტისა და თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის №46211/02, 14.12.2015 წერილის საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკასა და საქართველოს შორის ურთიერთობის გამყარებასა და განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის, საქართველოს სახელმწიფოებრიობის განმტკიცების მხარდაჭერისათვის მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის თავმჯდომარეს ვოლფგანგ იშინგერს მიენიჭოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება.


2. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6).
4. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

 

რექტორი, პროფესორი                                                                            აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე     

სრულად

დადგენილება N: 133/2015

სლავომირ პარტიცკისათვის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდების მინიჭების შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ჩ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ“ ქვეპუნქტისა და თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის №46142/02, 11.12.2015 წერილის საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან აქტიური თანამშრომლობისათვის, ინტერნაციონალიზაციასა და სამეცნიერო ურთიერთობების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, პოლონეთის იოანე პავლე II-ის ლუბლინის კათოლიკური უნივერსიტეტის პროფესორ სლავომირ პარტიცკის მიენიჭოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება.


2. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6).
4. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

 

რექტორი, პროფესორი                                                                              აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე     

სრულად

დადგენილება N: 132/2015

„საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის 07.12.2015, №45241/02 და 14.12.2015, №46208/02 წერილების საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. შევიდეს ცვლილებები „საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილების შემდეგ დანართებში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


ა) III ნაწილის “ა“ პუნქტის 79-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „ტურიზმი (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)“  (დანართი 79);
ბ) VI ნაწილის “გ“ პუნქტის 112-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „კავკასიოლოგია (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)” (დანართი 112);
გ) VII ნაწილის “ბ“ პუნქტის 203-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „შრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგია“ (დანართი 237);
დ) VII ნაწილის “ბ“ პუნქტის 204-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „ფსიქოლოგიური ანთროპოლოგია (ინტერდისციპლინური)“ (დანართი 238).


2. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.
3. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6).
5. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

 

რექტორი, პროფესორი                                                                                   აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე     

სრულად

დადგენილება N: 131/2015

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე ასისტენტ-პროფესორებისა და ასისტენტების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო და საკონკურსო-სააპელაციო კომისიების შემადგენლობების დამტკიცების შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მეორე პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ც“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ1“ ქვეპუნქტის, „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის №118/2014 დადგენილებისა და თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებლის №220/01-01, 08.12.2015 ბრძანების საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე ასისტენტ-პროფესორებისა და ასისტენტების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:


ა) ირაკლი ბურდული - თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის პროფესორი (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) ირმა ხარშილაძე - თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის პროფესორი (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
გ) ლელა ჯანაშვილი - თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი (კომისიის მდივანი);
დ) ირინე ქურდაძე - თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის პროფესორი;
ე) მარინა გარიშვილი - თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი;
ვ) ვასილ გონაშვილი - თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი;
ზ) მორის შალიკაშვილი - თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი.


2. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე ასისტენტ-პროფესორებისა და ასისტენტების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი კონკურსის საკონკურსო-სააპელაციო კომისია შემდეგი შემადგენლობით:


ა) ლევან ალექსიძე - თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის პროფესორი (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) თამარ ზარანდია - თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
გ) ხათუნა ლორია - თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი (კომისიის მდივანი);
დ) ირინე აქუბარდია - თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი. 


3. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ს კანცელარიას.
4. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
5. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6).
6. დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 


რექტორი, პროფესორი                                                                              აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე

სრულად

დადგენილება N: 130/2015

“სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოსტდოქტორანტურაში მიღებაზე კონკურსის გამოცხადების შესახებ” აკადემიური საბჭოს 2015 წლის 14 სექტემბრის №95/2015 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „წ“ ქვეპუნქტის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოსტდოქტორანტურის დებულების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2013 წლის 18 ნოემბრის №128/2013 დადგენილების, თსუ-ს სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტისა და იურიდიული დეპარტამენტის №45051/02, 04.12.2015  წერილის საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. შევიდეს შემდეგი ცვლილებები “სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოსტდოქტორანტურაში მიღებაზე კონკურსის გამოცხადების შესახებ” აკადემიური საბჭოს 2015 წლის 14 სექტემბრის №95/2015 დადგენილებაში:


ა) დადგენილების მე-4 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


„ზ) ნანა გაფრინდაშვილი - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელი;“


ბ) დადგენილების მე-4 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


„ი) თამარ გაგოშიძე - ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი;“

 

2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ს კანცელარიას.
3. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს თსუ-ს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6).
5. დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

 


რექტორი, პროფესორი                                                                              აკადემიკოსი   ვლადიმერ  პაპავა  
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე  

სრულად

დადგენილება N: 129/2015