29 ოქტომბერს თსუ მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტში გაიმართა ახალგაზრდული სამეცნიერო კონფერენცია „გეოფიზიკური პრობლემები 21-ე საუკუნეში“, მიზნად ისახავდა ახალგაზრდა მეცნიერებსა და სტუდენტების ჩართულობას სამეცნიერო საქმიანობაში, კვლევითი უნარების განვითარებას და ახალგაზრდების ინტეგრაციას გეოფიზიკის სამეცნიერო სივრცეში.
კონფერენციაში მონაწილეობდნენ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტები. მათ წარმოადგინეს მოხსენებები ისეთ აქტუალურ მიმართულებებზე, როგორებიცაა, გეოეკოლოგია, გარემოს რადიოეკოლოგიური მონიტორინგი, სეისმოლოგია, გეოლოგია, მზე-დედამიწის კავშირები და დედამიწის ფიზიკის სხვა თანამედროვე საკითხები.
ღონისძიების შედეგებმა წარმოაჩინა ახალგარდა მკვლევართა, მეცნიერთა და სტუდენტთა მზარდი ინტერესი გეოფიზიკის დარგისადმი, მათი აქტიური ჩართულობა კვლევით პროცესებში და თანამშრომლობის მნიშვნელობა უნივერსიტეტებსა და სამეცნიერო ინსტიტუტებს შორის. კონფერენციის ფარგლებში განხილული თემები ხელს შეუწყობს ახალგაზრდა მკვლევართა სამეცნიერო განვითარებას და გეოფიზიკის დარგის გაძლიერებას საქართველოში.
ღონისძიება ორგანიზებული იყო თსუ მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით. კონფერენციის მასალები გამოქვეყნდება სპეციალურ სამეცნიერო კრებულში.