BDO აცხადებს ვაკანსიას HR ოპერაციების სპეციალისტის პოზიციაზე
BDO Georgia არის წამყვანი აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია, რომელიც 1999 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და კლიენტებს სთავაზობს ბიზნეს სერვისების ფართო სპექტრს, იურიდიულ მომსახურებას და მრავალფეროვან ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს. 250-ზე მეტი პროფესიონალითა და გლობალური ქსელის მხარდაჭერით, რომელიც 166 ქვეყანასა და ტერიტორიაზეა წარმოდგენილი. BDO-ს საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი პოზიცია უკავია უმსხვილეს აუდიტორულ და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიებს შორის.
ადგილმდებარეობა
ი.თარხნიშვილის #2, ვერე ბიზნეს ცენტრი
HR ოპერაციების სპეციალისტი
სამუშაო გრაფიკი, ორშაბათი - პარასკევი, 09:30 – 18:30, შესვენება:13:00-14:00
აღწერა
ფუნქცია/მოვალეობები:
- ხელშეკრულებებისა და სხვა დოკუმენტაციის მომზადება
- ბენეფიტების ადმინისტრირება
- თანამშრომლებზე გასაცემი ხელფასების კალკულაცია
- შიდა სისტემებში მონაცემების შეყვანა/განახლება, ინფორმაციის სიზუსტის უზრუნველყოფა
- თანამშრომლებთან დაკავშირებული სხვადასხვა ანგარიშების მომზადება
- თანამშრომლების მხარდაჭერა და დაკვალიანება HR პროცესებთან დაკავშირებით
- სხვადასხვა პროექტებსა და ინიციატივებში ჩართულობა
- სამუშაოსთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- HR ადმინისტრირების მიმართულებით 1-2 წლამდე გამოცდილება
- სავალდებულოა ხელფასების ადმინისტრირების გამოცდილება
- შრომის კოდექსის ცოდნა
- MS Excel-ის ცოდნა
- ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა (წერილობითი, ზეპირი კომუნიკაცია)
- პიროვნული თვისებები:
- ორგანიზებულობა და ყურადღება დეტალებისადმი
- გუნდურად და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
- ეფექტური წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი
- ანალიტიკური აზროვნება
- დროის მართვის უნარი
აპლიკაციის შესავსებად, გთხოვთ, ეწვიოთ ბმულს - HR ოპერაციების სპეციალისტი
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 10.09.2025
ჩვენ ვგმობთ და ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას და სექსუალურ შევიწროვებას, როგორც ვაკანსიის გამოქვეყნებისა და შერჩევის, ისე შრომითი ხელშეკრულების ეტაპზე. ჩვენ ვაღიარებთ პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპს და გვაქვს მოლოდინი, რომ თქვენც ემხრობით ნებისმიერი ნიშნით დისკრიმინაციისა და სექსუალური შევიწროების აკრძალვას.