geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების პერიოდი: 24/08/2026 - 01/09/2026

სს „თიბისი ლიზინგი“ აცხადებს ვაკანსიას სამართლებრივი ოპერაციების უმცროსი იურისტის პოზიციაზე იურიდიულ დეპარტამენტში.

მდებარეობა: თბილისი, ჭავჭავაძის გამზ.76მ

სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათი - პარასკევი)

სამუშაო საათები: 09:30-18:30 (შესვენება 1 საათი)

 

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:

 

·      ჯანმრთელობის დაზღვევას

·      დანაზოგის შექმნას საპენსიო ფონდისთვის

·       თანამშრომლისთვის განკუთვნილ სპეციალურ შეთავაზებებს.

 

ძირითადი მოვალეობები და ფუნქციები:

·      კომპეტენციის ფარგლებში კომპანიის სახელით გასაცემი სამართლებრივი და სხვა დაკავშირებული შინაარსის კორესპონდენციის/დოკუმენტაციის მომზადება, მათ შორის სანოტარო წესით დამოწმება, ნოტარიუსთან კომუნიკაცია და დასამოწმებლად წარდგენა;

·      თანამშრომლებთან კომუნიკაცია და კორესპონდენციის მომზადების მიზნებისთვის მისთვის მიწოდებული ინფორმაციის შემოწმება, ხოლო საჭიროების შემთხვევაში დამატებითი ინფორმაციის გამოთხოვა;

·      მომზადებულ კორესპონდენციაზე შესაბამისი პირის ვიზირების/ხელმოწერის უზრუნველყოფა;

·      არასტანდარტული დრაფტების შეთანხმება სამართლებრივი მხარდაჭერისა და უზრუნველყოფის იურისტებთან;

·      წარმომადგენლობა სსიპ საჯარო რეესტრის, სსიპ მომსახურების სააგენტოსა და სხვა ნებისმიერ ადმინისტრაციულ ორგანოებში ინფორმაციის გამოთხოვის, განცხადებების შეტანისა და კომპანიისათვის საჭირო სხვა საკითხების გარკვევის მიზნით;

·      წარმოებული დოკუმენტაციის ელექტრონული ასლების შენახვა და კომპანიის პროგრამაში განთავსება. შესაბამისი პროცედურით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით მომზადებული დოკუმენტაციის მატერიალურად შენახვა ;

·      განყოფილების კომპეტენციის ფარგლებში, არსებულ არქივში თანამშრომლებისგან დოკუმენტაციის მიღება, მათი რევიზია და დასაარქივებლად მომზადება, მათ შორის გარე არქივში და ამ მიზნებისათვის გარე არქივის წარმომადგენლებთან კომუნიკაცია;

·      საჭიროებისას არქივში განსათავსებელი დოკუმენტაციის დედანის მოძიება, დასკანერება ან/და ამოღება;

·      კუთვნილი არქივების ზედამხედველობა;

·       სხვა დავალებებისა შესრულება განყოფილების ყოველდღიური სამუშაო სპეციფიკის გათვალისწინებით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

·      აუცილებელია უმაღლესი განათლება იურიდიული მიმართულებით;

·      აუცილებელია დოკუმენტებზე მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება;

·      უპირატესობა მიენიჭება ფინანსურ სექტორში მიღებულ გამოცდილებას;

·       აუცილებელია ინგლისური ენის საშუალო დონეზე ცოდნა (წერითი უნარები);

·       დამატებით სხვა ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;

·      Microsoft Office პროგრამების ცოდნა (Excel - საბაზისო დონეზე).

 

 

დამატებითი უნარ-ჩვევები:

·      ეფექტური კომუნიკაციის უნარი (წერითი; ვერბალური);

·      გუნდურობა;

·      ანალიტიკური უნარ-ჩვევები;

·      მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;

·      დეტალებზე ორიენტირებულობა.

 

>> სარეგისტრაციო ბმული <<