geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სამუშაო განაკვეთი: სრული

 

პროგრამა - ამერიკული უმაღლესი სკოლა (ASAS)

 

სამუშაო ენა - ინგლისური

 

ევროპული სკოლა ეძებს მოტივირებულ, პროფესიონალ და თანამედროვე განათლებაზე ორიენტირებულ ინგლისური ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს / English Language and Literature Teacher-ს, რომელიც შეუერთდება ჩვენს აკადემიურ გუნდს. იდეალური კანდიდატი შეძლებს მოსწავლეებში ინგლისური ენისა და ლიტერატურისადმი ინტერესის გაღვივებას, ენობრივი და ანალიტიკური კომპეტენციების განვითარებას, ლიტერატურული ტექსტების სიღრმისეულ გააზრებას და კომუნიკაციური, აკადემიური და კრიტიკული აზროვნების უნარების ხელშეწყობას.

 

ძირითადი მოვალეობები:

  • ინგლისური ენისა და ლიტერატურის საინტერესო, ინტერაქტიული და მოსწავლეზე ორიენტირებული გაკვეთილების დაგეგმვა და ჩატარება სკოლის სასწავლო პროგრამის მოთხოვნების შესაბამისად;
  • მოსწავლეების მხარდაჭერა ინგლისურ ენაზე კითხვის, წერის, მოსმენისა და ზეპირი მეტყველების უნარების განვითარებაში;
  • მოსწავლეებში აკადემიური წერის, ტექსტის ანალიზის, არგუმენტაციის, კვლევითი და პრეზენტაციის უნარების გაძლიერება;
  • სხვადასხვა ჟანრის ლიტერატურული და არალიტერატურული ტექსტების შესწავლა, ანალიზი და ინტერპრეტაცია;
  • მოსწავლეებში ლიტერატურის, კულტურის, იდენტობის, თანამედროვე საზოგადოების და გლობალური საკითხების მიმართ ცნობიერების ამაღლება;
  • საკლასო გარემოს შექმნა, რომელიც ხელს უწყობს აქტიურ მონაწილეობას, შემოქმედებითობას, კრიტიკულ აზროვნებას, აკადემიურ კეთილსინდისიერებასა და კულტურული მრავალფეროვნების პატივისცემას;
  • სწავლების მრავალფეროვანი მეთოდებისა და საგანმანათლებლო ტექნოლოგიების გამოყენება მოსწავლეთა ინდივიდუალური საჭიროებებისა და აკადემიური დონის გათვალისწინებით;
  • მოსწავლეთა პროგრესის შეფასება განმავითარებელი და შემაჯამებელი შეფასებების საშუალებით;
  • მოსწავლეების მხარდაჭერა ესეების, კვლევითი ნაშრომების, ზეპირი პრეზენტაციების, პროექტებისა და შეფასებითი კომპონენტების მომზადების პროცესში, შესაბამისი კრიტერიუმებისა და აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპების დაცვით;
  • კოლეგებთან თანამშრომლობა ინტერდისციპლინარული სწავლების მხარდასაჭერად და ინგლისური ენისა და ლიტერატურის სწავლების კავშირების გაძლიერება სხვადასხვა საგნობრივ მიმართულებასთან;
  • მოსწავლეთა აკადემიური, სოციალური და ემოციური განვითარების მხარდაჭერა;
  • უწყვეტ პროფესიულ განვითარებაში ჩართულობა და სკოლის აკადემიური კულტურის განვითარებაში აქტიური წვლილის შეტანა.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:

  • ბაკალავრის ან მაგისტრის ხარისხი ინგლისურ ფილოლოგიაში, ინგლისური ენისა და ლიტერატურის სწავლებაში, განათლებაში, ჰუმანიტარულ მეცნიერებებში ან შესაბამის სფეროში;
  • ინგლისური ენისა და ლიტერატურის სწავლების გამოცდილება ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად;
  • საერთაშორისო სასკოლო გარემოში, ამერიკული სასწავლო პროგრამის ან IB Programme-ის ფარგლებში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • თანამედროვე სწავლების მეთოდებისა და მოსწავლეზე ორიენტირებული მიდგომების ცოდნა;
  • ლიტერატურული და არალიტერატურული ტექსტების ანალიზის, აკადემიური წერისა და კრიტიკული აზროვნების სწავლების ძლიერი უნარი;
  • მოსწავლეებში კომუნიკაციის, არგუმენტაციის, კვლევის, ზეპირი მეტყველებისა და შემოქმედებითი აზროვნების უნარების განვითარების ძლიერი უნარი;
  • საკლასო მენეჯმენტისა და კომუნიკაციის შესანიშნავი უნარები;
  • სხვადასხვა კულტურული გარემოს მქონე მოსწავლეების შთაგონებისა და მოტივირების უნარი;
  • ორგანიზებულობა, პასუხისმგებლიანობა, მოქნილობა და გუნდური მუშაობის უნარი;
  • ინგლისური ენის მაღალ დონეზე ფლობა;

 

რას გთავაზობთ:

  • კონკურენტული სახელფასო პაკეტი;
  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობები;
  • მხარდამჭერი და ინკლუზიური სასკოლო საზოგადოება;
  • თანამედროვე და დინამიკური სასწავლო გარემო;
  • შესაძლებლობა, შეიტანოთ მნიშვნელოვანი წვლილი მრავალენოვანი, კულტურულად მგრძნობიარე, პასუხისმგებლიანი და გლობალურად მოაზროვნე მომავალი თაობის განვითარებაში.
  •  

დაინტერესების შემთხვევაში იხილეთ ბმული