მდებარეობა/Location: სათავო ოფისი
სამუშაო გრაფიკი/Work Schedule: მოქნილი გრაფიკი
კომპანიის აღწერა
ჩვენ ვართ თიბისი, ტექნოლოგიური კომპანია, სადაც ყველაზე გამბედავი და მიზანდასახული გუნდი ვქმნით მომხმარებელზე მორგებულ მომსახურებას, პროდუქტებსა და შესაძლებლობებს.
ინოვაციებითა და ტექნოლოგიებით, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ.
მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს.
სამუშაოს აღწერა
შენ იქნები გუნდის წევრი, რომელიც ქმნის ტრანსფარენტულ ხედვას ბანკის მასშტაბით ციფრული გაყიდვების მიმართულებით. აფასებს მომხმარებლის გამოცდილებას ციფრულ სივრცეში ბანკთან პირველი შეხების წერტილიდან პროდუქტის ყიდვამდე, ეძებს ახალ შესაძლებლობებს კომუნიკაციის და ციფრული პროდუქტების განვითარებაში. Ჩვენი მთავარი მიზანია, გავაუმჯობესოთ ბანკის მარკეტინგული ხარჯებით მიღებული შედეგები და სხვადასხვა პროდუქტის გაყიდვების მაჩვენებლები ციფრულ არხებში.
შენ, როგორც სტაჟიორი, ჩაერთვები:
- მარკეტინგული ატრიბუციის (ციფრულ სივრცეში მომხმარებლის ბანკში მოსვლის წყაროების დადგენა) საკითხების გადაწყვეტასა და გაუმჯობესებაში;
- მარკეტინგული და ბიზნეს აქტივობების რეპორტინგის ნაწილში;
- სხვადასხვა საცალო პროდუქტზე მომხმარებლის „Journey“-ის ანალიზსა და ოპტიმიზაციაში.
კვალიფიკაცია
ეს პოზიცია შენთვისაა, თუ:
- ხარ დინამიური და გსურს ასეთივე გარემოში მუშაობა;
- ხარ შედეგებზე ორიენტირებული, ამასთანავე შეგიძლია მეგობრული და პროფესიონალური სამუშაო ატმოსფეროს შექმნა და პროცესის მართვა;
- ხარ გუნდის ძლიერი მოთამაშე და ამასთანავე იღებ ინიციატივას და ლიდერობა გამოგდის;
- ხარ მე-3, მე-4 კურსის სტუდენტი ან კურსდამთავრებული ფინანსების ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
- ფლობ MS Office პროგრამებს მაღალ დონეზე (MS Excel/Word/PowerPoint);
- ტექნიკური პროგრამების ( SQL, PBI) ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
- სასურველია, გქონდეს ინტერესი ციფრული მარკეტინგის მიმართულებით.
დამატებითი ინფორმაცია
თიბისი, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank
თიბისი, თვქენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვავაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank
თიბისიში კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, მოგვმართე: 032 2 27 27 27 * 1998;
დაგიკავშირებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.
დაინტერესების შემთხვევაში იხილეთ ბმული